სიახლეები >> ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა მონრეალის ფესტივალზე ორი პრიზი მოიპოვა
ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა მონრეალის ფესტივალზე ორი პრიზი მოიპოვა

პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმი ჯიბის კაცი მონრეალის ფესტივალზე ორი პრიზის მფლობელი გახდა. კანადაში ფილმმა ბავშვებისგან და პროფესიონალი ჟიურის წევრებისგან სპეციალური პრიზები მიიღო.

პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ჯიბის კაცი საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დაასახელა.

"ეს იყო ბრწყინვალე, ემოციური და ლამაზი ისტორია", - ამბობდა ჟიურის ერთ-ერთი წევრი.

ანიმაციის შინაარსი ასეთია: პატარა ზომის კაცი, ედგარი ძველ ჩემოდანში ცხოვრობს. ერთხელ ჩემოდანს უსინათლო ადამიანი გახსნის და სწორედ აქედან დაიწყება გამორჩეული მეგობრობის ისტორია. ედგარი მეგობრის ჯიბეში აგრძელებს ცხოვრებას.

ავტორი ამბობს, რომ ფილმის შექმნის იდეა 3 წლის წინ გაუჩნდა. იდეის ხორცშესხმაზე ფრანგულმა ანიმაციურმა სტუდიამ, Folimage-მა და ქართულმა სტუდიამ Kvali XXI ერთად იმუშავეს.

ანიმაციური ფილმის პრემიერა საქართველოში ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგება.

წყარო: www.on.ge

ფილტრაცია

ხალხის აზრი