ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ის, რაც ღვინის ფერისა და სურნელის მიღმა იმალება
ის, რაც ღვინის ფერისა და სურნელის მიღმა იმალება

სანამ ჭიქაში ნებისმიერი სტილის ღვინოს დაასხამდეთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ღვინის ფუჟერი, ანუ ბოკალი დამრეცად უნდა გვეჭიროს  ბოთლთან მიმართებაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ღვინო ჯამში კედლებზე უშუალო შეხებით ხვდება. ღვინით ივსება ბოკალის მოცულობის მესამედი. 

ღვინის ფერის შესაფასებლად იდეალურია ბუნებრივი სინათლე. ღვინის ჭიქას ხრიან თეთრი ზედაპირის ფონზე. ბოკალი უკავიათ ფეხის ძირით. ამგვარად, შესაძლებელია პირველი შთაბეჭდილება შევიქმნათ ღვინის გამჭვირვალობაზე, რომელიც აბსოლუტურად უხარვეზო უნდა იყოს. წითელი ღვინის ფერი მერყეობს ვარდისფრიდან მუქ წითლამდე, რომელსაც ზოგჯერ შავის ელფერი დაჰკრავს. თეთრი ღვინოების ფერი კი წყლისფერიდან მუქ-ყვითელ ტონებამდე ცვალებადობს. ფერის სიღრმის განსასჯელად საჭიროა ბოკალში ღვინოს ზევიდან ჩავხედოთ. წითელი ღვინოები დაძველებისას ხუნდება აგურისფერ ტონებამდე, ხოლო თეთრი ღვინო იძენს უფრო მუქ, ოქროსფერ ყვითელ ტონალობებს. 

 ღვინის სურნელს შეუძლია მოგვაწოდოს ღირებული ინფორმაცია ყურძნის ჯიშის, ღვინის წლოვანების, მისი სტილისა და თვით წარმოშობის რეგიონის შესახებაც კი. ღვინის ყნოსვითი აღქმა ძალიან ადვილია. ბოკალს ოდნავ შეანჯღრევთ, მიიტანთ ცხვირთან და ჩაისუნთქავთ. არომატის სიძლიერე თქვენს მიერ მიღებული შთაბეჭდილების პირდაპირპროპორციულია. ღვინოში უამრავი სურნელის შეცნობაა შესაძლებელი ტროპიკული ხილიდან დაწყებული ტყავითა და სიგარით დამთავრებული. ზოგისთვის უფრო ადვილია სურნელის აღქმა, თუმცა ხშირი პრაქტიკა დახვეწს ყნოსვითი აღქმის უნარს. 

 

allwine

 

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი