ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> 3 ქართული მონასტერი, სადაც საუკეთესო ღვინო მზადდება
3 ქართული მონასტერი, სადაც საუკეთესო ღვინო მზადდება

ქართულ მონასტრებში ღვინის წარმოების ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის-მას შემდეგ, რაც მეოთხე საუკუნეში ქვეყანაში ქრისტიანობა გავრცელდა. ამ პერიოდიდან ღვინის წარმოება ერთ-ერთი პოპულარული აქტივობაა.

ამ მონასტრებში, გარდა საეკლესიო ცერემონიებისა, სასულიერო პირები  ღვინოსაც ამზადებენ.ამჟამად საქართველოში რამდენიმე მონასტერია, რომლებშიც ღვინო ინახება,ყველა მათგანი ძალიან პოპულარულია ადგილობრივ მოსახლეობაში.

ახლა კი, წარმოგიდგენთ 3 მონასტერს,რომლებიც ღვინის წარმოებითაა სახელგანთქმული.

ალავერდის მონასტერი

მონასტრის ისტორია მეექვსე საუკუნიდან იწყება. ალავერდი აღმოსავლეთ საქართველოში,კახეთის რეგიონში მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში ალავერდი ქართლ-კახეთის მეფეების მთავარი სამლოცველო ადგილი იყო.


რამდენიმე წლის წინ არქეოლოგებმა მერვე-მეათე საუკუნის მარნის ნარჩენები აღმოაჩინეს, სადაც სხვადასხვა ზომის  ქვევრები იყო განთავსებული. ისტორიკოსების თქმით, მეთერთმეტე საუკუნეში მონასტრისთვის დიდი მარანი მეფე კვირიკე დიდმა ააშენა.

კომპანია ,,ბადაგონის" ფინანსური დახმარებით მარანს რესტავრაცია ჩაუტარდა და მარანი 2006 წლიდან კვლავ აქტიურია.

ღვინის ქვევრის წარმოება ძალიან ძველი ქართული ტრადიციაა,რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ტრადიციისა და ტექნოლოგიის შენახვით, ალავერდის მარანი ერთ-ერთი ადგილია, სადაც საუკეთესო ღვინო მზადდება.

შავნაბადას მონასტერი

შავნაბადას მონასტრის მარანი 1998 წლიდან ფუნქციონირებს. მონასტერში მცხოვრებმა  ბერებმა საუკუნეების მარანი აღადგინეს. მონასტერში აწარმოებენ რქაწითელს,კახურ მწვანესა და საფერავს.

მონასტერში ბევრი რელიგიური და ეთნოგრაფიული ნივთია: დოქები, თეფშები და სხვა ტრადიციული ჭურჭელი. ყოველ მოსავალზე ბერები გარკვეული რაოდენობის ღვინოს ინახავენ, რათა მათ კოლექციისთვის ნიმუშები ჰქონდეთ.

ბუზმარეთის მონასტერი

ბუზმარეთის მონასტერში დამზადებული ღვინო ქართულ ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა და უკვე  სარგებლობს პოპულარობით.  მონასტერში მხოლოდ ერთი სახეობის ღვინო მზადდება - კინძმარაული. 

 

ინგლისური ვერსია: www.georgianjournal.ge

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი