ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ტიკი - ძველი საღვინე ჭურჭელი, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხეში იყენებდნენ
ტიკი - ძველი საღვინე ჭურჭელი, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხეში იყენებდნენ

ტიკი იგივე ტიკჭორა, უძველესი ქართული საღვინე ჭურჭელია, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში მზადდებოდა. მას, როგორც წესი, ღვინის გადასატანად იყენებდნენ.

დაკლულ თხას ან ხბოს ოთხში ამოიღებდნენ, ნედლ ტყავს თრიმლში გამოიყვანდნენ, ბეწვიან მხარეს შიგნით მოუქცევდნენ, წინა მარჯვენა ფეხის დაბოლოებაზე ხის მასრას მოაბამდნენ, ჭიპისა და კუდის ადგილას ხის სარქვლებს ანუ პოჭოჭიკებს გაუკეთებდნენ, დანარჩენი სამი ფეხის დაბოლოებას შიგნიდან მაგრად გაკვანძავდნენ, შემდეგ ყელიდან თბილ კუპრს ჩაასხამდნენ და მოთელავდნენ. მოკუპრულ ტიკს გაბერავდნენ, რამდენიმე ხანს მზეზეგაკიდებდნენ და შემდეგ უკვე შეიძლებოდა მისი ხმარება.

ტიკები ძველ თბილისში

ტიკი შუა საუკუნეების საქართველოში ღვინის გამოსაღებ ერთეულადაც მოიხსენიება. ანუ, 1 ტიკი ღვინის კონკრეტიულ როდენობას აღნიშნავდა. ძველ აღმოსავლეთის ქვეყნებში ტიკს მდინარეებზე გადასასვლელადაც იყენებდნენ. ხმარობდნენ აგრეთვე სამხედრო საქმეში. საქართველოში რამდენიმე ტიკზე დაბმული ფიცრებით ნავტიკებს ამზადებდნენ და სათევზაოდ და მდინარეზე გადასასვლელად იყენებდნენ.

ნიკო ფიროსმანის ამ ცნობილ ნატურმორტზე მარცხენა მხარეს სწორედ ტრადიციულ ქართულ ტიკს ვხედავთ

 

 

ავტორი: allwine.ge

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი