ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> როგორია ნამდვილი კონიაკი და სად დაიწყო მისი დაყენება - საინტერესო ფაქტები სასმელზე
როგორია ნამდვილი კონიაკი და სად დაიწყო მისი დაყენება - საინტერესო ფაქტები სასმელზე

ტერმინიც და საკუთრივ სასმელი "კონიაკიც" წარმოშობით დასავლეთ საფრანგეთის პროვინცია კონიაკიდანაა, რომელიც პარიზიდან 465 კმ-ს დაშორებით, 3 საათის სავალზე მდებარეობს. ამ მხარის მცხოვრებნი მზითა და წვიმით საკმაოდ განებივრებულნი არიან და ყველა ბუნებრივი პირობა აქვთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო კონიაკი აწარმოონ.

კონიაკის "დაბადება" რთული პროცესია, რომელიც წლები, ათწლეულები და ზოგჯერ ასწლეულები გრძელდება. საფრანგეთში ყველა ტრადიცია, რომელიც კონიაკის წარმოებას უკავშირდება -  ყურძნის დაკრეფიდან მის დაყენებამდე, სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგლამენტირებულია. ორნახადობის მეთოდით კონიაკის სპირიტს მიღების შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს. ყველა ერთ პერსონას - ჟაკ დე ლა კრუა-მარონ შევალიეს უკავშირდება. ერთნი მას შარანტელ ალქიმიკოსად მოიხსენიებენ, რომელმაც ხელოვნური ოქროს მისაღებად საჭირო კვინტესენციის მეხუთე ელემენტის ძიებაში მეორედ გაატარა ყურძნის სპირტი სახდელ აპარატში. ფილოსოფიური ქვის საიდუმლოს ამოხსნის ნაცვლად, მან კონიაკის მიღების საიდუმლო ამოხსნა.

მეორე ვერსიით, იგივე შევალიე, ყოფილი სამხედრო პირი, ღვინის იმპორტით ყოფილა დაკავებული. ერთ ღამეს საშინელი სიზმარი უნახავს, როგორ ჩააგდო მდუღარეში მისი სულის მითვისების მიზნით ეშმაკმა 2-ჯერ. სიზმრით შეშინებული შევალიე პანიკაში არ ჩავარდნილა და მან ეს მინიშნებად მიიღო. ყურძნის სპირიტს 2-ჯერ გამოხდით მან მშვენიერი სასმელი შექმნა და ამ სასმელით სავსე  2 კასრით ნაცნობ ბერებთან გაემგზავრა. დეგუსტაციამ წარმატებიტ ჩაიარა - ერთი კასრი იქვე დაიცალა,  მეორე განსაკუთრებული შემთხვევისთვის მონასტრის სარდაფში შეინახეს.

სიტყვა "კონიაკი"  თავისუფლად შეიძლება მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სიტყვად მივიჩნიოთ. XVII საუკუნიდან კონიაკი საფრანგეთიდან ექსპორტირდებოდა არა მხოლოდ ინგლისში, სკანდინავიის ქვეყნებსა და რუსეთში, არამედ ლუიზიანაში, გვინეაში, აზიასა და შორეულ აღმოსავლეთშიც. კონიაკის საუკეთესო პოპულარიზატორი თავის დროზე ინგლისი გახდა -  ამ ქვეყნის მოქალაქეებს  სასმელის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული  აქვთ.

დღეს კონიაკის მთავარი მომხმარებელი მსოფლიოში ამერიკაა, შემდეგ მოდის ინგლისი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იაპონია. აზიაში მხოლოდ მაღალხარისხიანი პროდუქცია შედის, მაგალითად იაპონიაში 99% მხოლოდ საუკეთესო კონიაკი იყიდება. იაპონელები სულ უფრო აქტიურდებიან ძველი, ესე იგი ყველაზე ძვირფასი კონიაკის მოხმარებაში. კონიაკის ხარისხის ყველაზე მთავარ, მაგრამ არა ერთადერთ განმსაზღვრელად მისი ასაკი მიიჩნევა. მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ საფრანგეთის 6 რეგიონში ჩამოსხმული კონიაკი მიიჩნევა ნამდვილ კონიაკად.

 

 

allwine.ge

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი