ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> საიდან იღებს სათავეს ქართული ღვინის უძველესი ისტორია და საიდან მოდის სიტყვა "ღვინო"
საიდან იღებს სათავეს ქართული ღვინის უძველესი ისტორია და საიდან მოდის სიტყვა "ღვინო"

ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის ელინურ ეპოქაში მიიჩევდნენ, რომ ღვინო ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა იმ ადგილისა და ხალხისა, რომელთაც იგი შექმნეს. ამიტომაც, ქართული კულტურისა და ღვინის კულტურის ამქვეყნად მოვლინება მუდამ ერთად მოიაზრება. ამ ვარაუდს ადასტურებს არქეოლოგიური გათხების შედეგად მოპოვებული, ჩვ.წ.აღ-მდე 6-7 ათასი წლის წინათ მოშენებული ყურძნის, „vitis vinifera sativa", წიპწები და ანტიკურ ნასახლარებში აღმოჩენილი უზარმაზარი ქვევრები. ზოგიერთი ეტიმოლოგი იმასაც კი მიიჩნევს, რომ თანამედროვე სიტყვა „wine" ქართული სიტყვა „ღვინოდან" წარმოიშვა.

გარდა ამისა, ქართულ  კულტურაში უხვადაა ლეგენდები და ტრადიციები, რომლებიც სავსეა მეღვინეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. საქართველო, როგორც მევენახეობისა და მეღვინეობის სამშობლო, მოხსენიებულია გასული საუკუნეების მრავალი პოეტის, მწერლისა და მოგზაურის შემოქმედებაში. მათ შორის პირველია აპოლონ როდოსელი, რომელიც ჩვ-წ-აღ.მდე 295 წელს, თავის არგონავტიკაში ხოტბას ასხამს ქართულ ღვინოს.

ხოლო კახეთში - ქართული მეღვინეობის გულისგულში, დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე მდებარე, კავკასიონის მთებით გარშემორყმული ალაზნის ველზე, პოეტების, ხელოვანებისა და მეომრების სამშობლოში დაბადებული ღვინის გასინჯვა მსოფლიო ისტორიაში ეპიკური მოგზაურობას თუ შეედრება მხოლოდ.

ქართული ღვინის სრულყოფილება ადგილობრივი ჯიშების ფართო სპექტრის, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამორჩეული თანაფარდობით და უნიკალურობითაა განპირობებული. საუკუნოვანი გამოცდილების შედეგია ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი საქართველოში, დაწყებული დახვეწილი თეთრით და სრულსხეულიანი წითლით, დამთავრებული ტკბილი აისვაინითაც კი! უდაოა, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი გემოვნებისათვის შესაფერისი ღვინოები. ვაზისადმი უსაზღვრო თავდადებამ 500-მდე უძველესი ჯიში გადაარჩინა საქართველოში, რომელთაგანაც დღეს  38 კომერციული წარმოებისთვის გამოიყენება.

 

allwine.ge

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი