ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> რას წერდა ბარონ დე ბაი გურიის მევენახეობასა და მეღვინეობაზე
რას წერდა ბარონ დე ბაი გურიის მევენახეობასა და მეღვინეობაზე

მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მოგზაურის, ბარონ დე ბაის შესახებ მასალები ახალგაზრდა ქართველმა მკვლევარმა, ანა ჭეიშვილმა საფრანგეთის არქივებში აღმოაჩინა. ამჯერად გთავაზობთ ბარონ დე ბაის მიერ აღწერილ გურიას, გურულ მეღვინეობასა და მევენახეობას. ფრანგი აღფრთოვანებულია საქართველოს ამ კუთხით და ადგილობრივი მევენახეობით.

"შეიძლება ითქვას, რომ გურიაში რთველი  მიმდინარეობს თითქმის საჰაერო წესით. მართლაც, მაღალი და ტოტებიანი ხეების ძირში დარგული ყურძენი თავის ნებას მიჰყვება, თამამად ადის და იმალება ფოთლებში. მაშასადამე, ყურძენი უნდა მოიკრიფოს ხეების ზემო ნაწილში. ამისთვის ხეებზე ადიან ცილინდრული კალათებით, რომლებიც ტოტებზეა მიმაგრებული ხის დიდი კავით.

რამდენადაც უფრო ბევრია ზემოთ, ყურძნის მტევნები მით უფრო მსხვილია და ძველი, ვაზის ძირი -  არაფერია იმაზე თვალწარმტაცი, ვიდრე ამ ვაზთა გიგანტური ხვეულის ხილვა საუკუნოვანი ხეების ტანის ირგვლივ, როგორც ყურძნის ერთი ხიდან მეორეზე გადასვლა და ლამაზი ყვავილწნულის შექმნა, რომელთა მტევნები ახლო-ახლოა ჩამოკიდებული.

ვაზი ამ ქვეყანაში ყველა მცენარეთა დედოფალია, ხოლო ღვინო ადამიანისათვის ნამდვილ კულტს წარმოადგენს.

ეს ღვინო შენახულია თიხის უზარმაზარ ჭურჭელში, რომელიც ჩაფლულია შემოღობილ მიწის ნაკვეთში, სახლის წინ, ხეების ქვეშ, რომელთა სქელი ტოტები მწვანე ტალავერს ქმნის.

ადგილი, სადაც ღვინო ინახება, სასიამოვნოდაა დაჩრდილული. პურ-მარილი სუფთა ჰაერზე ოჯახს აერთიანებს; სახურავმოხდილი ქვევრიდან ყველას შეუძლია ამოხაპოს ღვინო, სურვილისამებრ, თავისივე ადგილიდან. ჩემი იქ ყოფნის დროს მტევნები კიდევ ეკიდა ცისფერი ცის თაღის ქვეშ, შემოდგომის ფოთლების წითლად შეღებილ ფონზე.

კავკასიაზე ამბობენ, რომ იგი ვაზისა და ღვინის ქვეყანაა. ქართველი მესტვირეების მიერ დამღერებული თქმულება მოგვითხრობს, როგორ იქნა ღვინო პირველად მიღებული".

 

 

allwine.ge/

 

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი