ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ქართული თავკვერი მსოფლიოს 10 საუკეთესო ღვინოს შორისაა
ქართული თავკვერი მსოფლიოს 10 საუკეთესო ღვინოს შორისაა

ქართული ღვინო მსოფლიოს 10 საუკეთესო ღვინოს შორის დასახელდა, რომლის ფასიც 40 დოლარზე ნაკლებია. რეიტინგს გამოცემა Esquire აქვეყნებს და მასში კომპანია ”ხოხბის ცრემლების” მიერ 2013 წელს წარმოებული ღვინო ”თავკვერი” მოხვდა. ღვინის ფასი 22 დოლარია.

“წითელი, კაშკაშა ღვინო, დამზადებილია თიხის ჭურჭელში, რომელიც მიწის ქვეშ არის დაცული”, – წერს Esquire.

ამავე გამოცემის მიხედვით, ქართულ ღვინოსთან ერთად, რეიტინგში ავსტრიული, ავსტრალიური, იტალიური, ფრანგული და ესპანური ღვინოებიც მოხვდნენ.

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი