სიახლეები >> საქართველოში გოთების საერთაშორისო დღე აღინიშნება
საქართველოში გოთების საერთაშორისო დღე აღინიშნება

22 მაისს გოთების საერთაშორისო დღეა, ამ დღეს მსოფლიოში გოთები სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. საქართველო წელს მეოთხედ იზეიმებს გოთების საერთაშორისო დღეს.

21 მაისს საღამოს 8 საათიდან PAM club-ში World Goth Day გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება გოთური სუბკულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოში. გოთიკა მოიცავს ხელოვნების სხვადასხვა დარგს: მუსიკა, არქიტექტურა, მოდა, პროზა, პოეზია.

 ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ჯგუფები: ქილერ მენსონი, ლიგეა ალან პო, ზი სინერსი, ასევე, გაიმართება ფოტო და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა გოთიკის თემაზე. ბილეთების ფასი 10ლარია.

ღონისძიება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, , ავსტრია და სხვა, მათ შორის საქართველოში 2014 წლიდან.

 

 

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი