სიახლეები >> Tbilisi Newcomers 2017-ისთვის მუსიკოსთა რეგისტრაცია დაიწყო
Tbilisi Newcomers 2017-ისთვის მუსიკოსთა რეგისტრაცია დაიწყო

თუ გაქვთ სურვილი ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე წარსდგეთ, 15 -დან 27 მაისის ჩათვლით  Tbilisi Newcomers 2017-ის რეგისტარცია მიმდინარეობს. 
პროექტს Altervision Group-ი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni წარმოგიდგენთ. 

მუსიკალურ პროექტში რეგისტრაცია ონლაინ მიმდინარეობს. გადადით ვებგვერდზე www.newcomers.ge, დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაცია" და შეავსეთ ყველა საჭირო ველი.
10 ივნისს, ილიაუნის დაბადების დღეზე, ლისის ტბაზე, Newcomers-ის ფინალურ კონცერტზე, სამი გამარჯვებული გამოვლინდება, მათგან ორი 17 და 18 ივნისს Tbilisi Open Air 2017-ის Golden Stage Day-ზე დაუკრავს, ერთი კი 18 ივნისს Golden Stage Night-ზე.
პროექტი ოთხ ეტაპადაა დაყოფილი.

  • პირველ ეტაპი:საიტზე წარმოდგენილი იქნება ყველა არტისტი, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად შეავსებს აპლიკაციას.
  • მეორე ეტაპი (Showcase):

5 და 6 ივნისს, ილიაუნის თეატრში Newcomers 2017-ს მონაწილეებს Altervision Group-ის პროდიუსერებისგან შემდგარი ჟიური მოუსმენს და ფინალისტებს შეარჩევს. ყველა მონაწილე, რომელიც ამ ეტაპზე გადავა მზად უნდა იყოს Showcase-ზე გამოსასვლელად და საკუთარი რეპერტუარის წარმოსადგენად. მონაწილეები, რომლებიც არ გამოცხადდებიან შოუქეისზე, ავტომატურად ჩანაცვლდებიან შეფასების მიხედვით მათი მომდევნო არტისტებით.

  • მესამე ეტაპი:

7 ივნისს გამოცხადდება 10 ფინალისტი არტისტი, რომლებიც 10 ივნისს, ლისის ტბაზე, ილიაუნის დაბადების დღეზე, Newcomers 2017-ის ფინალურ კონცერტზე დაუკრავენ. ამავე დღეს გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც Tbilisi Open Air 2017-ზე დაუკრავს.

  • მეოთხე ეტაპი:

სამი გამარჯვებული არტისტი Tbilisi Open Air 2017-ზე, Golden Stage Day-სა და Golden Stage Night-ზე უკრავს.

 

 

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი