ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> მნიშვნელოვანი სიახლე სომელიეობის მსურველებისათვის
მნიშვნელოვანი სიახლე სომელიეობის მსურველებისათვის

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ფონდის (Wine and Spirits Education Trust - WSET) პროგრამების აკრედიტებული მიმწოდებელი და Tbilisi Wine School აცხადებს მიღებას WSET-ის პირველ და მეორე დონის კურსზე ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ფონდის (Wine and Spirit Education Trust -   WSET) სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა და შექმნილია ალკოჰოლური სასმელების პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ. ეს იგივე ტიპის მსოფლიო სტანდარტია როგორიც არის, მაგალითისთვის, ინგლისურ ენაში -  TOEFL და IELTS.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის სტანდარტებით, იმისთვის რომ მიიღოთ სომელიეს სტატუსი, საჭიროა ჩააბაროთ შესაბამისი გამოცდები:

Assistant Sommelier -   GSA-ის გამოცდა მინიმუმ 60 ქულა და WSET პირველი დონე

Sommelier -   GSA-ის გამოცდა მინიმუმ 80 ქულა და WSET მეორე დონე

Chief Sommelier -   GSA-ის გამოცდა მინიმუმ 95 ქულა და WSET მესამე დონე

მხოლოდ WSET-ის გამოცდით მიიღებთ საერთაშორისო ექსპერტის სტატუსს.

ამ კურსის გავლისა და გამოცდის ჩაბარების თქვენ გაეცნობით და მიიღებთ ცოდნას შემდეგ მიმართულებებში:

მსოფლიო ღვინოები, ძირითადი რეგიონები და ჯიშები;
დეგუსტაციის საერთაშორისო სტანდარტები;
ღვინის სერვირების საერთაშორისო სტანდარტები;
ღვინის ბიზნესი და მარკეტინგი;
ღვინისა და კერძების შეხამების საერთაშორისო სტანდარტები;
საფუძვლიანი შესავალი მსოფლიოს მაღალალკოჰოლური სასმელების შესახებ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურსი ჩატარდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე. ამიტომ კურსზე მოსახვედრად ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა აუცილებელია ყველა კანდიდატისათვის.

 

allwine.ge

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი