საინტერესო >> რისი ჭამა შეიძლება საღამოს ექვსი საათის შემდეგ?
რისი ჭამა შეიძლება საღამოს ექვსი საათის შემდეგ?

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ აღნიშნული მოსაზრება ჭეშმარიტება სულაც არ არის და წონაში კლებისთვის მნიშვნელოვანი ხშირ-ხშირად, 2 საათში ერთხელ, მრავალფეროვანი საკვების მიღებაა საჭირო. ისიც დადგენილია, რომ როდესაც ადამიანის ორგანიზმი 12 სთ-ის განმავლობაში მშიერია, სტრესს განიცდის, რაც უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობაზე. საუკეთესო გამოსავალია დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ჭამა, მაგრამ - რა უნდა ვჭამოთ? - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველა იმ ადამიანმა უნდა იცოდეს, ვისაც წონაში კლება სურს.

შევეცდებით, უკვე პრაქტიკაში გამოცდილი რჩევებით დაგეხმაროთ... მათი გათვალისწინების შემთხვევაში, კვების შეზღუდვა ტანჯვასთან სულაც არ იქნება დაკავშირებული...

რჩევა 1. საღამოს ექვსი საათის შემდეგ მაქსიმალურად მოერიდეთ მაღალკალორიული საკვების მიღებას და ეცადეთ, კალორიების დღიურ ნორმას არ გადააჭარბოთ. 

რჩევა 2. ლუკმა აუცილებლად კარგად უნდა დაღეჭოთ და ისე გადაყლაპოთ.

რჩევა 3. იკვებეთ მცირე ულუფებით და ხშირად. კარგი იქნება, თუ კალორიებს დაითვლით. სასურველია, რომ ერთ ჯერზე მიღებული საკვების რაოდენობა არ აღემატებოდეს 250 გრ ჭიქის მოცულობას. 

ყველაზე საიმედო ვარიანტები:


1. რძის ნაწარმიდან საღამოს საათებში თამამად შეგიძლიათ მაწონი მიირთვათ. 100 გრ პროდუქტში მხოლოდ 56 კალორიაა. ასევე, მარტივი გამოსავალია დაბალცხიმიანი ხაჭოც. 

2. ხორცეულიდან საუკეთესო გამოსავალი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცია. 100 გრ პროდუქტი მხოლოდ 110 კალორიას შეიცავს. 

გასახდომი ცილოვანი დიეტის დროს, მზა ხორცპროდუქტების გამოყენებაც დასაშვებია. მაგალითად, სოსისის და დაბალკალორიული ძეხვეულის. რომელი სახეობები შეგვიძლია მივირთვათ ამ დროს, საჭირო რჩევებს და რეკომენდაციებს კომპანია "ნიკორას" ტექნოლოგი ნანა პერტენავა გვთავაზობს:

- ცილოვანი დიეტისას ხშირად მიირთმევენ სოსისს, რადგან ეს პროდუქტი ხორცისგანაა დამზადებული და მოგეხსენებათ, ხორცში მრავლადაა ცილა. თუკი სასურველ ფორმაში ყოფნა გსურთ, ამ შემთხვევაში უმჯობესია, სოსისი "რძიანი" მიირთვათ. აღნიშნული პროდუქტი "ნიკორას" მიერ წარმოებულ სოსისებს შორის ყველაზე დაბალკალორიულია. 

თუ წონაში სწრაფად დაკლება გნებავთ, ბუნებრივია, დაბალკალორიულ პროდუქტზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. იმისთვის, რომ მრავალფეროვანი საკვები მიირთვათ, სოსისის ნაცვლად შეგიძლიათ ნაკლებკალორიული ძეხვეულიც დააგემოვნოთ, მაგრამ დოზების დაცვა აქაც აუცილებელია. მაგალითად, ჩვენი პროდუქციიდან ამ მხრივ ყველაზე დასაშვები ქათმის ძეხვი გახლავთ (100 გ პროდუქტზე 88 კალორია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ საღამოს საათებში რამდენიმე ნაჭერი მიიღოთ.) ცილის მეტი შემცველობით კი - ძეხვი 
"მსუბუქი" გამოირჩევა. 


3. დიეტა საყვარელი და სასიამოვნო პროცესი გახდება თევზის და ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის. თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული თევზეული. მაგალითად, მოხარშული კალმახი (100 გრ პროდუქტის კალორიულობა 120 შეადგენს.) ზღვის პროდუქტებიდან კი დაბალკალორიულობით კალმარები (75 კალორია), კრევეტები (85 კალორია) და მიდიები (86 კალორია) გამოირჩევა. 



4. ხილი და ბოსტნეული სხვადასხვა დიეტაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ბოსტნეულიდან მიირთვით: კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცლები, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ბროკოლი, ჭარხალი, მწვანილი. ხილიდან შეგიძლიათ მიირთვათ: ციტრუსი, მწვანე ვაშლი, მსხალი და ბროწეული. 


გთავაზობთ ძალიან ეფექტურ, ოთხ დღიან დიეტას, რომელიც შემუშავებულია დიეტოლოგების მიერ. სასურველია, დიეტა ერთი თვის განმავლობაში დაიცვათ. ყოველი ოთხი დღის შემდეგ, დიეტა თავიდან უნდა გაიმეოროთ. 

მაშ ასე:


• დღე პირველი:

• წიწიბურა 50 გრ; მწვანე ვაშლი 1ც .
• ქათმის ფილე 200 გრ; კიტრი 100 გრ; პომიდორი 50 გრ. 
• ხილის სალათი 150-200 გრ. 
• კალმახი ან ორაგული 200 გრ; სალათის ფურცლები 50-100 გრ; ბროკოლი 50-100 გრ. 
• ხაჭო 150 გრ 0%-იანი.

• დღე მეორე

• ბრინჯი 50 გრ; კიტრი 100 გრ. 
• ხბოს ხორცი 200 გრ ან 4-5 ცალი სოსისი; ყვავილოვანი კომბოსტო; ბულგარული წიწაკა მწვანე, 1ც.
• ხილის სალათი 150 გრ. 
• თევზი 200 გრ; კიტრი 100 გრ; პომიდორი 1ც; ფხალი 100 გრ .
• კეფირი 200-250 გრ 

• დღე მესამე

• ჰერკულესი 50 გრ; გრეიფრუტი. 
• თევზი 200 გრ; ისპანახი; ერთი ნაჭერი ჭვავის პური. 
• ხილის სალათი 150 გრ.
• ქათმის ფილე 200 გრ ან ქათმის ძეხვი; 2 ნაჭ. ჭვავის პური; 1-2 ც კიტრი; სალათის ფურცლები. 
• მაწონი 250-300 გრ.

• დღე მეოთხე

• წიწიბურა 50 გრ; 50-100 გრ მაწონი ან კეფირი.
• 4 - 5 ც. მოხარშული კვერცხი, 150 გრ კიტრი; სალათის ფურცლები.
• 1 დიდი გრეიფრუტი, ან 2 პატარა . 
• ქათმის ფილე 200 გრ ან ქათმის ძეხვი; კიტრის და პომიდვრის სალათი; სალათის ფურცლები 1-2ც "ხლებცი".
• ხაჭო 150 0% გრ.


დაიმახსოვრეთ!!!

საღამოს 6 სთ-ის შემდეგ შიმშილი დაუშვებელია! საღამოს კვება ნებადართულია მათთვისაც, ვისაც გახდომა სურს. მთავარი - პროდუქტების სწორი არჩევანია. 

 

gemrielia.ge

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი