სიახლეები >> ტკბილეული, რომელიც წონაში დაკლებას ხელს უწყობს
ტკბილეული, რომელიც წონაში დაკლებას ხელს უწყობს

რაღა თქმა უნდა, მთელი დღის განმავლობაში მისი ჭამა არასასურველია, მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში, მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ეცემა, სწორედ ზეფირის მიღებაა რეკომენდებული, რადგან იგი ყველაზე ნაკლებად ასუქებს.

დღის განმავლობაში, 16-სა და 18 საათებს შორის სისხლში შაქრის დონე ეცემა, რაც ბევრ ადამიანში იწვევს ენერგიის კლებას, გაღიზიანებას, დაღლილობის შეგრძნებას და ძილიანობას. ამიტომაც ექსპერტები ამ დროს ტკბილის მიღებას ურჩევენ. 

100 გ. ზეფირი შეიცავს 300 კალორიას - გაცილებით მცირე რაოდენობით, ვიდრე სხვა ტკბილეულში. ზეფირი არ შეიცავს ცხიმს, რაც შესაბამისად, ხელს უწყობს ფიგურის შენარჩუნებას.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ხარისხიან ზეფირს ამზადებენ შაქრის, კვერცხის ცილის, ხილის პიურესა და სხვადასხვა სასარგებლო კომპონენტებისგან, ისეთებისგან, როგორიცაა ჟელატინი და პექტინი, ამიტომ ეს ტკბილეული ყველაზე უვნებელია ფიგურისთვის.

ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის მეცნიერების კვლევების თანახმად, საუკეთესო ტკბილეული მათთვის, ვისაც გახდომა სურს, არც მეტი არც ნაკლები, არის ზეფირი.

 

gemrielia.ge

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი