სიახლეები >> მამაკაცის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Fazzoletto ჰალსტუხების შემდეგ ღილსაბნევებსა და ღილებს გამოუშვებს
მამაკაცის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Fazzoletto ჰალსტუხების შემდეგ ღილსაბნევებსა და ღილებს გამოუშვებს

Fazzoletto მამაკაცების აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოჩნდა. პროდუქცია ნატურალური აბრეშუმისგან იქმნება და მისი ჰალსტუხები მთლიანად ხელნაკეთია. Fazzoletto-ს შეფუთვას ხის პასპორტი მოჰყვება, რომელზეც პროდუქტის ინსტრუქციაა დატანილი. ბრენდი სამმა მეგობარმა მარიამ თავბერიძემ, ანა შაინიანმა და ანანო ბაქრაძემ დააფუძნა. ისინი სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მესამე კურსის სტუდენტები არიან და მათ ბიზნესი საკუთარი თანხებით წამოიწყეს.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ თავბერიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, პროდუქციის შესაქმნელად ამ ეტაპზე ქსოვილებს საქართველოში, იტალიურ საწყობში იძენენ, თუმცა სამომავლოდ საკუთარის შექმნა სურთ.

„ჩვენი ბრენდი ქართულია. კოპმანიის სახელწოდება იქიდან გამომდინარე გაჩნდა, რომ პროდუქციას იტალიური ქსოვილებით ვქმნით. ამ ეტაპზე ქსოვილებს საქართველოში, იტალიურ საწყობში ვიძენთ, თუმცა სამომავლოდ საკუთარის შექმნა გვსურს. ამჟამად მომხმარებელს ჰალსტუხებსა და ტორშეტებს ვთავაზობთ და მისი შეძენა მომხმარებელს მაღაზია Da Vinci-ში შეუძლია.

2017 წლის ბოლოს ღილსაბნევებისა და ღილების გამოშვებასაც ვგეგავთ, რომელიც კერამიკასთან და ვერცხლთან ერთად იქნება დამუშავებული, ასევე ვაპირებთ შარფების დამატებას. ჩვენი მიზანია Fazzoletto-ს ოფიციალური საიტი შევქმნათ, საიდანაც ონლაინ გამოწერა იქნება შესაძლებელი.

სამომავლოდ მაღაზიის გახსნა გვინდა, თუმცა ეს შორეული გეგმაა, ასევე გვინდა ჩვენი პროდუქცია მსოფლიოში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს." - განაცხადა თავბერიძემ.

თავბერიძის განცხადებით, პროდუქცია ბიზნეს კლასზეა გათვლილი და ყველა დეტალის შექმნაში ისინი უშალოდ იღებენ მონაწილეობას. Fazzoletto-ს პროდუქციის გატანა ზაფხულში ბათუმში სხვადასხვა სასტუმროში იგეგმება.

„ყველა დეტალის შექმნას უშუალოდ ვადევნებთ თვალს. პროდუქციას ჩვენი კონსტრუქტორები და ტექნოლოგები ქმნიან. ეს პროცესი რთული თუმცა ძალიან საინტერესოა.

Fazzoletto ბიზნეს კლასზეა გათვლილი. შეფუთვასა და ქსოვილის მაღალ ხარისხს მნიშვნელობა აქვს. ტორშეტი 132 ლარი ღირს, ხოლო ჰალსტუხი 198. ასევე ამჟამად მომხმარებელს პროდუქციაზე გრავირებას ვთავაზობთ. სამომავლოდ კი ინიციალების მოქარგვას დავიწყებთ. რაც შეეხება მაღაზიის გახსნას, ეს შორეული გეგმაა." - აღნიშნა მარიამ თავბერიძემ.

 

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი