რეცეპტები >> როგორ მოვამზადოთ "ნუტელა" სახლში?
როგორ მოვამზადოთ "ნუტელა" სახლში?

უგემრიელესი  შოკოლადის  კარაქი, რომელიც  ყველას  უნდა,  რომ  ულევად  ჰქონდეს.  თუკი  ფასი  გეძვირებათ  ან  უპირატესობას  სახლში  მომზადებულ  საკვებს  ანიჭებთ,  სულ  ცოტა  გაისაჯეთ  და  პრობლემას  რამოდენიმე  წუთში  მოაგვარებთ.

მოათავსეთ  ქვაბში  4 ჭიქა  შაქარი,  4  სკ  ფქვილი  და   6 სკ  კაკაო.  ჩაასხით  4 ჭიქა  რძე,  თან  სწრაფდ  ურიეთ,  რათა  არ  გაუჩდეს  კოლტები.  შედგით  ნელ  ცეცხლზე, ოღონდ  არ  შეწყვიტოთ  მორევა,  მიიყვანეთ  ადუღებამდე  და  გადმოდგით.

ძალიან  წვრილად  დააფქვიეთ  1 ჭიქა  თხილი,  ჩაამატეთ  მომზადებულ  მასაში  200 გრ  კარაქთან, ვანილთან  და  1/2 ჩკ  მარილთან  ერთად,  კარგად  მოურიეთ  და  კვლავ  ცეცხლზე  შემოდგით.  გააჩერეთ  15-20  წუთი,  არ  მიატოვოთ  მორევა  და  თქვენი  საყვარელი  "ნუტელაც"  მზადაა.

 

gemrielia.ge

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი