სიახლეები >> BMW ტესლას კონკურენტს ამზადებს - ახალი ცნობები i5-ის შესახებ
BMW ტესლას კონკურენტს ამზადებს - ახალი ცნობები i5-ის შესახებ

2020 წელს BMW გამოუშვებს ავტომობილს, რომელიც Tesla Model 3-ს გაუწევს კონკურენციას. ეს იქნება BMW i5, რომელიც არა მხოლოდ ელექტრომობილი იქნება და ერთი დამუხტვით 400 კილომეტრამდე მანძილს გაივლის, არამედ სრულიად თვითმართვადიც იქნება, სრულფასოვანი ავტოპილოტით.

Tesla Model 3-ის გამოსვლიდან ორ წელიწადში, საშუალო კლასის ელექტრომობილს BMW-ც წარმოადგენს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ i5, რომელიც მესამე და მეხუთე სერიებს შორის იქნება პოზიციონირებული, მოსალოდნელზე გაცილებით დაბალი იყოს. როგორც ირკვევა, ბავარიელები უარს იტყვიან კარების გაღების ისეთ კონცეფციაზე, როგორიც i3-შია - პირველ რიგში იმის გამო, რომ i3-ში ყველაზე ხშირად სწორედ კარების კონცეფციას აკრიტიკებენ და მეორეც: დაბალ ავტომობილში რთულია, კარები ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით იღებოდეს.

  • მიუნხენელები მუშაობენ როგორც ელექტრომობილზე, რომელმაც რეალურად 400 კილომეტრის გავლა უნდა შეძლოს, არამედ წყალბადზე მომუშავე ავტომობილზეც.

Auto Bild

იმ დროს, როცა Tesla Model 3 თავის ავტოპილოტს ნელ-ნელა, განახლებებით გააუმჯობესებს, BMW i5 გამოშვებისთანავე სრულფასოვნად თვითმართვადი იქნება. ანუ, მძღოლი საქმეში მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩაერთოს. ცხადია, BMW i5-ში შესაძლებელი იქნება ავტოპილოტის გამორთვა - მიუნხენელები მართვის სიამოვნებას არ უღალატებენ.

Www.Autobild.Ge

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

ხალხის აზრი