სიახლეები >> ორი დიდი ხელი, რომელიც ვენეციას იჭერს – ხელოვნების ფესტივალისთვის შექმნილი ექსპონატი
ორი დიდი ხელი, რომელიც ვენეციას იჭერს – ხელოვნების ფესტივალისთვის შექმნილი ექსპონატი

გლობალური დათბობა ის ნელი მოქმედების ბომბია, რომლის შეჩერებაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. საბედნიეროდ, თითოეულ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ ამ საქმეში წარმატების მისაღწევად საკუთარი წვლილი შეიტანოს, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ ამას ბევრი ვერ აცნობიერებს. სწორედ ამიტომ შექმნა იტალიელმა ხელოვანმა ლორენცო ქვინიმ ახალი კამპანია, მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური ადგილისთვის, ვენეციისთვის. ქალაქი, რომელიც მნახველებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იზიდავს, ყველა მათგანზე ცხოვრების ბოლომდე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს… მაგრამ კიდევ რამდენ ხანს შეძლებს კაცობრიობის მოხიბლვას თავისი სილამაზით?! დიდი ალბათობით, ამაზე ლორენცოს პასუხი არ აქვს, სამაგიეროდ, იცის გამოსავალი, რომელმაც შესაძლოა ეს ადგილი წყალქვეშ გაუჩინარებისგან იხსნას. ხელოვანმა, სპეციალურად 2017 წლის Venice Art Biennale-სთვის, კრეატიული და რაც მთავარია, სოციალურად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე ექსპონატი შექმნა. წყლიდან ამოშვერილი ორი დიდი ხელი, რომელიც ვენეციის ერთ-ერთი სასტუმროს Ca’ Sagredo-ს შენობას იჭერს, გამოხატავს როგორც იმედს, ასევე სერიოზულ შიშსაც. იმედს იმისა, რომ ერთად ვენეციის და ასევე, ზოგადად, სამყაროს გადარჩენას შევძლებთ და ამასთან, შიშს იმისა, რომ დაკარგვის ალბათობა მაინც ძალიან მაღალია.

 

 

 

https://www.marketer.ge/ori-didi-xeli-romelilc-venecias-ichers/

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი