ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ლონდონის ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი ქართული ღვინოები
ლონდონის ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი ქართული ღვინოები

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში “London Wine Fair 2017”, რომელიც 22–24 მაისს საგამოფენო ცენტრ “Kensington Olympia”–ში გაიმართა,  ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.


„აღნიშნული გამოფენა არის ერთ–ერთი წარმატებული გამოფენა დიდ ბრიტანეთში, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე უამრავ ვიზიტორს იზიდავს. გამოფენას ესწრებიან იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ბარების მფლობელები, ბლოგერები და მედიის წამომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობა არის უნიკალური შანსი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომ წარუდგინოს საკუთარი პროდუქცია ევროპელ მომხმარებელს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას და ბაზარზე ლოიალურობის დამკვიდრებას“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „London Wine Fair 2017“–ში მონაწილეობას იღებდა შემდეგი 17 ქართული კომპანია: “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“; „ქინძმარაული“; „მარანი“; „Georgia Wine Hospitality Investment”; “თბილღვინო“; „GAP-Georgia“; “კახური ღვინის მარანი“; „ასკანელი ძმები“; „შუმი“; „მეღვინეობა ხარება“; დუგლაძეების ღვინის კომპანია“; „მილდიანი/წინანდლის ძველი მარანი“; „მათრობელა ღვინოები“; „გიუანი“; „ვაზიანი კომპანი“; „ტყუპების ღვინის მარანი“; „მარნისკარი“; და „ჯიმშერი“.


 

“London Wine Fair 2017”, წელს უკვე 37–ედ ჩატარდა და მასზე მსოფლიოს 40 ქვეყნის 10 ათასამდე დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი