ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> სად სვამენ ყველაზე მეტ ღვინოს - "მსმელი ქვეყნების" ოცეული
სად სვამენ ყველაზე მეტ ღვინოს - "მსმელი ქვეყნების" ოცეული

ცნობილია, რომ ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარების მიხედვით, მოწინავე ის ქვეყნებია, სადაც მოსახლეობის საშუალო შემოსავალიც მაღალია და ღვინის მოხმარების კულტურაც. თუმცა, ალბათ ბევრისთვის მაინც სიურპრიზი იქნება ის, რომ ბოლო კვლევების თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ღვინის რაოდენობით, ორი ჯუჯა სახელმწიფო - ვატიკანი და ანდორა ლიდერობენ.

პატარა ვატიკანში ერთი ადამიანი წელიწადში დაახლოებით 55 ლიტრ ღვინოს მოიხმარს. ეს მაშინ, როდესაც ქართველებს გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენსავით ბევრ ღვინოს დედამიწაზე არავინ სვამს.

ღვინის მოხმარების კუთხით,  მესამე და მეოთხე ადგილებს იკავებენ, ღვინის წარმოებით სახელგანთქმული ბალკანეთის რეგიონის  მეზობელი ქვეყნები: ხორვატია და სლოვენია. საფრანგეთი კი ამ რეიტინგში მეხუთე საპატიო ადგილზეა.

სამწუხაროდ, ოცეულში ვერ მოხვდა ჩვენი ქვეყანა მაშინ, როდესაც მოლდოვის მოსახლეობაც კი ერთ სულზე გათვლით, საშუალოდ, 35-ლიტრამდე ღვინოს სვამს.

„მსმელი ქვეყნების“ ოცეული კი აი ასე გამოიყურება: 

 

 

allwine.ge

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი