ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> როგორ გავიგოთ რამდენი ალკოჰოლია ჩვენს სისხლში
როგორ გავიგოთ რამდენი ალკოჰოლია ჩვენს სისხლში

თანამედროვე მიდგომებით, შესაძლებელია გამოითვალოს ღვინის მომხმარებლის სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა. ამისათვის საგანგებო ფორმულაც კი არსებობს.

ალკოჰოლის რაოდენობა უდრის - ალკოჰოლის სუფთა წონა გრამებში/შეფარდებული მომხმარებლის წონასთან კილოგრამებში და გამრავლებული "იქს-კოეფიციენტზე"  ("იქს-კოეფიციენტი"  ქალებში 0.6, მამაკაცებში კი 0.7 უდრის. თუმცა, კოეფიციენტი შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ფიზიკური მონაცემების მიხედვით).

10 გრადუსიან ღვინოში 10% ალკოჰოლია. 100 მილიგრამი ათგრადუსიანი ღვინო 9 გრამ სუფთა ეთანოლს შეიცავს, თორმეტგადუსიანი კი - 9,6 გრამს. 60 კილოგრამიანი ქალი ორგანიზმისთვის დასაშვებ ზღვარს მიაღწევს 0,187 ლიტრი 12-გრადუსიანი ღვინის მიღებისას, რაც დაახლოვებით 2 ჭიქაა. 80 კილოგრამიანი მამაკაცი კი 0,291 ლიტრის დალევისას, რაც დაახლოვებით 3 ჭიქას უდრის.

როგორც ცნობილია, საჭიროა დრო, რომ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა გაქრეს. მისი შემცირების სიჩქარე მამაკაცებში საშუალოდ საათში 1,5-ია, ქალებში - კიდევ უფრო ნაკლები. სულ ცოტა შვიდი საათია საჭირო იმისათვის, რომ ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა სულ რაღაც 10 გრამით შემცირდეს. ანუ, თუ თქვენ 1 ლიტრი ღვინო დალიეთ, ალკოჰოლისგან სრულ განთავისუფლებას ორგანიზმი დაახლოვებით სამი დღე-ღამეს მოანდომებს.

 

 

allwine.ge

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი