ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კატალოგი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება
ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კატალოგი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება

 

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შესახებ ონლაინ კატალოგი ხელმისაწვდომი ივნისიდან გახდება.

 

ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, კატალოგი ასოციაცია "ქართული ღვინო"-მ შექმნა. 

 

კატალოგის პირველადი დანიშნულებაა, მომხმარებლებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ღვინის დახასიათებაზე, ყურძნის ჯიშებზე, მწარმოებელ კომპანიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც მეღვინეობა- მევენახეობის დარგის წარმომადგენლებისთვის არის საინტერესო. 


ამჟამად, კატალოგში 200-მდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პროდუქციაა თავმოყრილი. სამომავლოდ კი ჩამონათვალი გაიზრდება. ონლაინ კატალოგის გვერდიდან მომხმარებელი ღვინის ტურიზმის ონლაინ პლატფორმაზე georgianwine.travel შეძლებს გადასვლას. , 

 

პროექტის პრეზენტაცია ხუთშაბათს გაიმართება. 
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით და ბულგარეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელშეწყობით.

 

 

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი