ტურიზმი >> ქაოსი იტალიის გზებზე, კორუმპირებული საგზაო პოლიცია რუსეთში - რჩევები ავტომობილით მოგზაურობის მსურველებისთვის
ქაოსი იტალიის გზებზე, კორუმპირებული საგზაო პოლიცია რუსეთში - რჩევები ავტომობილით მოგზაურობის მსურველებისთვის

ფინურმა გაზეთმა Helsingin Sanomat  უცხოეთში ავტომობილით მოგზაურების მსურველებისთვის სასარგებლო რჩევები შეკრიბა და საკუთარ მკითხველს შესთავაზა.

 

 

„მანქანით გადაადგილება უცხოეთში იწვევს თითქმის ისეთივე დაძაბულობას, როგორც ავტომანქანის მართვის შესწავლა“, აცხადებს მართვის შესწავლის ფსიქოლოგიის პროფესორი ჰეიკი სუმალა.

 

მისი თქმით საკუთარ ქვეყანაში მძღოლს უმუშავდება გარკვეული უნარ-ჩვევები - მან იცის სად შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია, რეაგირებს ზოლის შეცვლაზე, უთმობს გზას სხვა მძღოლებს. თუმცა უცხოეთში ეს ჩვევები შეიძლება არ გამოადგეს.

 

მაგალითად, გზების ხარისხი ბალტიის ქვეყნებში ბევრად გაუმჯობესდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, თუმცა ლატვიაში ჯერ კიდევ  ხშირად შეხვდებით ორმოებს გზებზე. ამ ქვეყანაში ზოგიერთ ადგილებში მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 70 კმ. საათში, მძღოლებს სულ სადღაც ეჩქარებათ. ბალტიის ქვეყნებში მძღოლები ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს გასწრების დროს. თითქმის ყველგან დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, მათ შესახებ კი როგორც წესი,  მძღოლებს წინასწარ აფრთხილებენ.

 

ესტონეთში მძღოლისთვის ალკოჰოლის სისხლში შემცველობის დასაშვები დოზაა 0,2 პრომილე, ლატვიაში 0,5, ხოლო იმათთვის, ვინც ატარებს მანქანას 2 წელზე ნაკლები - 0,2, ლიტვაში  - 0,4, ახალბედა მძღოლებისთვის - 0.

 

გერმანიაში ყველაზე უჩვეულო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის ავტობანი. ადრე ამ მაგისტრალებზე არ იყო  სიჩქარის შეზღუდვა, თუმცა ამჟამად ბევრ ავტობანზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 120-130 კმ. საათში.  ზაფხულში გერმანიის ავტობანებზე მუდმივი საცობებია. ზამთარში აუცილებლად გაითვალისწინეთ - ქვეყანაში აკრძალულია ზამთრის საბურავები. გერმანიაში ალკოჰოლის დასაშვები დონეა 0,5 პრომილე, იმათთვის, ვინც ატარებს მანქანას 2 წელზე ნაკლები და 21 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის - 0.

 

იტალიის გზებზე მოძრაობის სიჩქარე მაღალია, დისტანცია ავტომობილებს შორის  მცირე, ამავე დროს მძღოლების მოქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია. ქალაქებში იშვიათად იცავენ მოძრაობის წესებს. იტალიაში მანქანით გადაადგილებას ჭირდება გარკვეული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით, დამწყები მძღოლებისთვის. საგზაო კანონმდებლობა იტალიაში საკმაოდ მკკაცრია, ჯარიმები კი - მაღალი. ალკოჰოლის დასაშვები დონე - 0, 5 პრომილე,  3 წელზე ნაკლები სტაჟის მქონე მძღოლებისთვის  - 0.

 

ბრიტანეთში მოძრაობა მარცხენა მხარესაა და ამას ჭირდება მიჩვევა. კვლევები აჩვენებს, რომ მარჯვენა მხარეს მოძრაობას მიჩვეული უცხოელები ხშირად ხდებიან ავარიებში ბრიტანეთში. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შუქ-ნიშნებთან  - ბრიტანეთში არ არსებობს ევროპის სხვა ქვეყნებში  მიღებული წესი, რომელიც მარჯვენა მხრიდან მოძრავი მანქანისთვის გზის დათმობას გულისხმობს. ასევე ბრიტანეთში აკრძალულია მანქანის მართვისას ტელეფონზე საუბარი. ალკოჰოლის დასაშვები დონე ბრიტანეთში განსხვავებულია რეგიონების მიხედვით  - ინგლისში, უელსში და ჩრდილოეთ ირლანდიაში - 0,8, შოტლანდიაში - 0,5.

 

რუსეთში უცხოელი მძღოლი პირველივე წუთში გრძნობს თავს საფრთხეში  - რუსულნომრიანი მანქანები დაფრინავენ დიდი სიჩქარით და ასრულებენ ისეთ სარისკო გასწრებებს, რომ ძალიან ძნელია არ მოტრიალდე უკან და გააგრძელო გზა. თუმცა, ზოგ ადგილას მოძრაობაი უფრო კარგადაა ორგანიზებული. გზების მდგომარეობა ძირითადად ნორმალურია ან დამაკმაყოფილებელი, თუმცა მათი სივიწრიოვე ქმნის დამატებით რისკებს გასწრების დროს. გამოცემის ცნობით, რუსეთში საგზაო პოლიცია კორუმპირებულია, თუმცა, არა ყოველთვის. როგორც წესი, პოლიციელები არ არჩევენ უცხოურნომრიან მანქანებს, რომლებიც არ არღვევენ წესებს, რადგანაც მათ ძალიან უჭირთ ქრთამის გამოძალვა უცხოელებისაგან. ალკოჰოლის დასაშვები დონეა 0, 35 პრომილე.

 

აშშ-ში საავტომობილო მოძრაობა საკმაოდ მშვიდია. ქვეყანა აწყობილია საავტომობილო მოძრაობაზე - მანქანით შეიძლება მისვლა ნებისმიერ ადგილას, ხოლო მანქანის გარეშე გადაადგილება საკმაორ გართულებულია. საავტომობილო მოძრაობის წესები თითქმის ველა შტატში განსხვავებულია. მაგალითად, ზოგან გზაჯვარედინზე მოხვევა შეიძლება წითელ შუქ-ნიშანზეც კი. ნიუ-იორკში, განსაკუთრებით მანჰეტენზე, მოძრაობა რთულია, რადგანაც ფეხით მოსიარულეები გადადიან გზას როგორც უნდათ, შუქნიშანის ფერის მიუხედავად. თუ პოლიცია გთხოვთ გაჩერებას, გაითვალისწინეთ, რომ პოლიციელები არ გამორიცხავენ, რომ თქვენ ატარებთ უკანონო იარაღი. ამიტომაც ხელები კარგად აწიეთ მაღლა. შტატების უმეტესობაში აკრძალულია მანქანაში ალკოჰოლის ღია ბოთლის ტარება. ამავე დროს 21 წლამდე ასაკის მძღოლებისთვის აკრძალულია მშობლების გარეშე მანქანებში ალკოჰოლის დახურული ბოთლის ტარებაც  კი.

 

 

Commersant

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი