სიახლეები >> ბაზარზე შემოსვლის დაანონსებიდან ერთი წლის შემდეგ "ჰუალინგის" ავიაკომპანიას ფრენის ლიცენზია არ აქვს
ბაზარზე შემოსვლის დაანონსებიდან ერთი წლის შემდეგ "ჰუალინგის" ავიაკომპანიას ფრენის ლიცენზია არ აქვს

ბაზარზე შემოსვლის დაანონსებიდან ერთი წლის შემდეგ "ჰუალინგის" ავიაკომპანიას - Myway airlines - ფრენის ლიცენზია არ აქვს. "საქმის კურსს" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ აფციაურმა განუცხადა, რომ რამდენიმე თვეა კომპანიას ლიცენზირების შესახებ განაცხადი უკან აქვს გაწვეული. 

მისი ინფორმაციით, გადაიფიქრეს იმ ბორტების შეძენა, რომლებიც უნდა შეეძინათ და ახლა სხვა ბორტების შეძენაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 

"ჩემი ინფორმაციით, ერთი ბორტი უკვე შეძენილია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეორე ბორტზე",- აცხადებს იგორ აფციაური. 

მისივე თქმით, ბორტის შეძენის შემდეგ ლიცენზირების შესახებ განაცხადი სააგენტოში ახლიდან შევა. 

"ველოდებით, როდის მოხდება მეორე ტრანსპორტის შეძენა და ახალი დოკუმენტაციის წარდგენა", -აცხადებს იგორ აფციაური. 

მისი თქმით, ამჟამად კომპანია უფრო ახალი ბორტების შეძენაზე აწარმოებს მოლაპარაკებას, ვიდრე პირველ შემთხვევაში. 

ინფორმაციის მისაღებად "საქმის კურსი" თავად "ჰუალინგსაც" დაუკავშირდა, თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ განახლებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ. 

შეგახსენებთ, ჰუალინგმა საქართველოში ავიაკომპანიის გახსნის გეგმაზე 2016 წლის მაისში განაცხადა. არსებული ინფორმაციით, Myway airlines-ი საქართველოდან შეასრულებს რეგულარულ რეისებს როგორც აზიის, ისე ევროპისა და ჩინეთის ქვეყნების მიმართულებით.

 

 

 

Bm.ge

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი