სიახლეები >> The Guardian: სვანეთი დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება ბრიტანელებს
The Guardian: სვანეთი დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება ბრიტანელებს

უმშვენიერესი საქართველო - მოგზაურობა სვანეთის მთებში ,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian. სტატიის ავტორი საქართველოში, კერძოდ კი სვანეთში მოგზაურობის შესახებ ყვება.



მისი თქმით, ბრიტანეთიდან საქართველოში მოხვედრა Wizzair-ის მიერ დამატებული პირდაპირი ფრენების მეშვეობით არის შესაძლებელი. კერძოდ კი თვითმფრინავი არა საქართველოს დედაქალაქში, არამედ ქალაქ ქუთაისში ჯდება, საიდანაც სვანეთში მოხვედრაა შესაძლებელი.

 

სვანეთი ნამდვილად დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება ბრიტანელებს,-წერს სტატიის ავტორი.

 

მისივე შეფასებით საქართველომ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს მოიპოვა, მაგრამ სსრკ-ს კვალს მნახველი აქ ყველგან წააწყდება.

 

ადგილობრივ ტრადიციულ სახლებთან ერთად, რომლისთვისაც ხის აივნები და ბოსტნებია დამახასიათებელი, შეხვდებით საბჭოთა კავშირის დროინდელ სახლებს, ავტობუსის გაჩერებებს, უამრავ ქანდაკებასა და გაჩერებულ ქარხნებს,- წერია სტატიაში.

 

ავტორი აღნიშნავს, რომ სვანები დამოუკიდებელი ფერმერები არიან, მაგრამ ტურიზმი მათთვის შემოსავლის წყაროა. სტატიის ავტორი ამბობს, რომ გესთჰაუსში, სადაც თავად იმყოფებოდა, მასპინძლები დამატებით ოთახებს აშენებდნენ ვიზიტორებისთვის.

 

სადილამდე სახლის პატრონს ჟანას გავესაუბრე, რომელმაც სამზარეულოში მიმიპატიჟა, სადაც კუბდარი კეთდებოდა. ეს სვანების საკვებია, რომელიც პურისგან, საქონლის ხორცისგან, ხახვისგან და ჟანას საიდუმლო სანელებლების მიქსისგან შედგება,- აღწერს სტატიის ავტორი.

 

სტატიაში ბეჩოში მათი გამგზავრება და შთაბეჭდილებებიცაა აღწერილი, სადაც ბრიტანელი ვიზიტორი კლდეზე ცოცვით დაკავდა. სტატიის ავტორი მისი მოგზაურობის ფარგლებში მესტიასაც ეწვია. როგორც ავტორი აღწერს, ბეჩოსგან განსხვავებით მესტია უფრო განვითარებულია და გესთჰაუსებით სავსეა. აქვეა მუზეუმიც, რომელიც სვანების კულტურაზე მოგვითხრობს. როგორც ავტორი წერს, მუზეუმში განთავსებულია ძველი იარაღები, ავეჯი, ტანსაცმელი და მდიდრულად მორთული ხატები. 

 

სტატიის ავტორი მულახზე მის შთაბეჭდილებებზეც წერს და აღნიშნავს, რომ დასახლებაში ბევრია მაღალი, ქვისგან ნაშენი შუა საუკუნეების კოშკები, რომლებიც დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლისაა და ძველ დროში მტრისგან დასაცავად გამოიყენებოდა.

 

 

bm.ge

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი