სიახლეები >> პიცუნდა • Pizzunda-ს ერთნაჭრიანი პიცა – სწრაფი კვების ახალი ობიექტი თბილისში
პიცუნდა • Pizzunda-ს ერთნაჭრიანი პიცა – სწრაფი კვების ახალი ობიექტი თბილისში

პიცუნდა • Pizzunda სწრაფი კვების ობიექტის ტიპის ახალი პიცერიაა კეკელიძის N1-ში, რომელიც სხვა პიცერიებისგან თვითმომსახურების გარდა იმით განსხვავდება, რომ შეგიძლია პიცის მხოლოდ ერთი ნაჭრის შეკვეთაც. იდეა ლადო გამყრელიძეს, ლაშა აბაშიძესა და ნოდარ ჩორგოლიანს ეკუთვნით, რაც შეეხება კომპანიის შექმნის მოტივს, კონკურენტუნარიანი ბრენდის შექმნის გზებსა და ლოგოს კონცეფციას, ამ და სხვა საკითხებზე, მარკეტერი პიცუნდა • Pizzunda-ს თანადამფუძნებელსა და დირექტორს - ლაშა აბაშიძეს ესაუბრა:

რამ განაპირობა ბაზარზე პიცუნდა • Pizzunda-ს შექმნის აუცილებლობა?

როცა პიცას 4-5 ადამიანი უკვეთავს, ჩნდება ასეთი მომენტი, რომ ზოგს ყველით უნდა, ზოგს ხორცის გარეშე, ზოგს ერთი ნაჭერიც ეყოფა და ა.შ. ბაზარზე არ არსებობდა ისეთი პიცერია, სადაც შეგეძლო, შეგეკვეთა მხოლოდ ერთი ნაჭერი, ამიტომ გჭირდებოდა, რომ მოგეძებნა მეგობარი, კოლეგა, ვისთან ერთადაც შეუკვეთავდი, რადგან პიცის ზომასთან ერთად, ბაზარზე მისი ღირებულებაც არ არის დაბალი, ამიტომაც შევქმენით ასეთი პროდუქტი - „პიცუნდა", რომ პიცის შეკვეთა ერთი ადამიანისთვისაც მარტივი და ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

გარდა იმისა, რომ 1 ნაჭრის შეკვეთას შეძლებს მომხმარებელი, სხვა რა უპირატესობა ექნება ბაზარზე, პიცის მომზადების რეცეპტი თუ გაქვთ განსხვავებული ან ინგრედიენტები?

ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, მოვიარეთ ყველა პიცერია და გავსინჯეთ მათი პიცა სახლში მოტანითა თუ ადგილზე მისვლით, რაც არსებობს თბილისში და რაც შევამჩნიეთ მზარეულმა, ჩემმა პარტნიორებმა და მე იყო ის, რომ პიცა კეთდება დაბალხარისხიანი პროდუქტებისგან, გემრიელი კი არის, მაგრამ არ არის ის ხარისხი, რაც უნდა იყოს. პიცა უნდა კეთდებოდას ძვირფასი ყველისგან, მაგალითად, ორეგანოსგან, ზეითუნის ზეთი უნდა გამოვიყენოთ ცომში და ა.შ. ამას, ჩვენი დაკვირვებით, არ აკეთებენ არსად. ჩვენი პროდუქტი კი არის 100%-ით იტალიური პროდუქტებისგან შექმნილი. ყველანაირი ძვირადღირებული ყველი არის გამოყენებული.

ვინ იმუშავა ბრენდინგზე და ლოგოს კონცეფციაზეც მოგვიყევით...

სახელის არჩევა იყო მარტივი მომენტი, უცბად ვიღაცამ თქვა „პიცა მინდა" და მოდი, „პიცუნდა" დავარქვათო. გარშემო ხშირად გაიგონებთ, რომ ადამიანს პიცა უნდოდეს. რაც შეეხება ბრენდინგს, ამაზეც ყველამ ერთად ვიმუშავეთ. გვინდოდა, რომ ჩვენი ლოგო ბრენდის სახე ყოფილიყო - მარტივად აღსაქმელი და შთაბეჭდილების მომხდენი. ლოგოს იდეა ჩვენ გვეკუთვნის, შესრულება კი კახა კახაძეს. ლოგოს რომ დააკვირდეთ, დაინახავთ ასო პ-ს, ასევე, პიცის ნაჭერსა და ყველს. სხვა მხრიდან შეხედვის შემთხვევაში არის ასო ც და უ-ც.

როგორ აპირებთ კონკურენტუნარიანი ბრენდის სახელით დამკვიდრებას ბაზარზე და როგორია პიცუნდა • Pizzunda-ს უახლოესი მომავლის გეგმები?

სტრატეგია უდრის იდეას - ჩვენ ვმუშაობთ, რომ ადამიანს ჰქონდეს სურვილი, იყიდოს ჩვენი პროდუქტი იმიტომ, რომ პიცუნდა • Pizzunda ბრენდია, მაღალხარისხიანი პროდუქტი და ხარისხიანი სერვისი აქვს. მგონი, ყველა კომპანიას უნდა ამ სამი მთავარი მიზნის მიღწევა. რაც შეეხება გეგმებს, დღეს კონტრაქტი უნდა დავდოთ „ფუდპანდასთან", ვაპირებთ, რომ თვითონ პიცუნდა • Pizzunda-საც ჰქონდეს მიტანის სერვისი და ასევე, აგვისტოსთვის გვინდა მენიუს გამრავალფეროვნება.

 

marketer.ge

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი