ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ბადაგონის დიდი ოქრო: იტალიამ ქართული ღვინო აღიარა
ბადაგონის დიდი ოქრო: იტალიამ ქართული ღვინო აღიარა

”ბადაგონის” დიდი ოქრო!- პირველად ქართული ღვინის ისტორიაში, იტალიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე “Mondial des Vins Extrêmes Cervim” ”ბადაგონის” ღვინომ “საფერავი რეზერვი” უმაღლესი ჯილდო – GRAND GOLD მედალი მოიპოვა.

როგორც ”ფორტუნას” ღვინის მწარმოებელი კომპანიიდან აცნობეს, ეს ქართული ღვინისათვის უპრეცედენტო შემთხვევაა. კონკურსი ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის International Organisation of Vine and Wine მხარდაჭერით ხორციელდება, რაც მას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ცნობისთვის, კომპანია ”ბადაგონი” 2006 წელს დაარსდა და დღეისათვის ფლობს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოს მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ”ბადაგონის” მთავარი ენოლოგი იტალიელი დოქტორი დონატო ლანატია, რომელიც მსოფლიო ენოლოგთა ხუთეულშია და ფლობს მეღვინეობის უმაღლეს საერთაშორისო ჯილდოს – ღვინის ოსკარს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, “ბადაგონის” ფილოსოფია დაფუძნებულია ქართული უნიკალური ტრადიციების ღრმა პატივისცემასა და ამავდროულად ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში დღესდღეობით არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებაზე, რის შედეგადაც იქმნება ხარისხიანი ღვინო. კომპანია ვაზის მხოლოდდამხოლოდ ქართული ჯიშებით ქმნის ღვინოს და კახეთის ყველა მიკრო ზონაში ფლობს საკუთარ ვენახებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2006 წელს სწორედ ”ბადაგონის” მეშვეობით მოხდა ალავერდის მონასტრის მე-9 საუკუნის მარნის აღდგენა, სადაც დღესდღეობით იქმნება ”ბადაგონის” ქვევრის უნიკალური ღვინო “ალავერდის ტრადიცია”, რომელიც მრავალი საერთაშორისო კონკურსის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია.

 

 

fortuna.ge

 

 

 

ფილტრაცია

ხალხის აზრი