ბლოგი >> ნიუ იორკის მეტროში მომზადებული ტორტი
ნიუ იორკის მეტროში მომზადებული ტორტი

ყველას, ვინც ნიუ–იორკზე ოცნებობს და შორიდან ეტრფის მას, ყველას, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია Empire State Building-იდან გადმოეხედა თავისუფლების ქანდაკებისთვის სტარბაქსის ყავით ხელში, ყველას ვინც დიდობაშიც იტირებდა ბროდვეიზე დადგმულ „მეფე ლომზე“, ყველას უყვარს ფრენკ სინატრას სიმღერა „New York, New York”, რომელიც ჩემთვის ამ ქალაქის ჰიმნია.

ნიუ–იორკში ჩასვლისთანავე ხარბად ჩავისუნთქავდი უამრავი სურნელით გაჯერებულ ჰაერს და დარწმუნებული ვიქნებოდი რომ მე და ეს ქალაქი ვიმეგობრებთ, რადგან ნიუ–იორკი ერთი დიდი, ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მომწონს, რომელიც სულ სხვა ადამიანად მაქცევს. სიამოვნებით ვიშოპინგებდი რომელიმე წიგნის მაღაზიაში და ბრედბერის წიგნებით დახუნძლული მივაშურებდი მეტროს, რომელიც ჩემთვის სამკითხველოს გავს. ამერიკული მეტრო ხომ ყველაზე მოსახერხებელი და მრავალფეროვანი ტრანსპორტია, სადაც ყველაფერი ხდება.

განსაკუთრებულია ადამიანი, რომელიც ბედნიერებას ანიჭებს სხვა ადამიანებს, განსაკუთრებულია ეს გოგონაც. ბევრი სოციალური ექსპერიმენტი ჩატარებულა ნიუ–იორკის მეტროში, ბევრს უმღერია, ბევრსაც უბრალოდ დაღლილი მგზავრები გაუღიმებია, მაგრამ არავის, აქამდე არავის გაუნაწილებია იქვე შექმნილი ტკბილეულობა დანარჩენიებისთვის. მადისაღმძვრელი და გემრიელი სასუსნავის შექმნა ბევრისთვის ხელოვნებაა, მისი სხვებისთვის შეთავაზება – სიკეთე, ხოლო  ამის ნიუ–იორკის მეტროში, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას ორგანიზება – თვითრეკლამა.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი კონდიტერის მიერ შექმნილი ვიზუალურად განსაკუთრებული არ იყო, მაინც მჯერა, რომ ერთ დღესაც საკუთად საკონდიტეროში გააკეთებს ბევრად ლამაზსა და ბევრად გემრიელს, რადგან გაუფერადო დღე უცნობ ადამიანებს, ეს – უნარია, უნარი, რომელიც დაგეხმარება საკუთარი ოცნებების რეალიზებაში, მით უფრო თუ ნიუ–იორკში ცხოვრობ, ამ ქალაქში ხომ საოცრებები ხდება.


ფილტრაცია