დიეტა >> მაიოს კლინიკის დიეტა: ცხიმისმწველი სუფი – კვირაში მინუს 8 კგ
მაიოს კლინიკის დიეტა: ცხიმისმწველი სუფი – კვირაში მინუს 8 კგ

დიეტის საფუძველში  სუფია, რომლის მიღებაც ყოველდღიურად არის აუცილებელი – იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდება. რაც მეტს მიირთმევთ, მით მეტ კილოგრამს იკლებთ. 
დიეტის ზუსტად დაცვის შემთხვევში ერთ კვირაში 4.5 კგ-დან 8 კგ-მდე დაიკლებთ. მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქტები, რომლებიც დიეტის დროს არის რეკომენდებული, აუცილებლად უნდა მიირთვათ. თუკი ერთი კვირის განმავლობაში დაიკელით 7 კგ და მეტი, უნდა შეისვენოთ 2 დღე და შემდეგ განაგრძოთ საჭიროების შემთხვევაში. ნუ მიირთმევთ ამ სუფს დიეტის გარეშე!

ცხიმისმწველი სუფის რეცეპტი: 6 საშუალო ზომის ხახვი, რამდენიმე პომიდორი (შესაძლებელია დაკონსერვებული), 1 პატარა თავი კომბოსტო, 2 მწვანე ბულგარული, 1 კონა ნიახური, 2 კუბი ბოსტნეულის ბულიონი.

დაჭერით ყველა ინგრედიენტი პატარა ნაჭრებად, დაასხით წყალი და დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ადუღეთ ჯერ 10 წუთი, შემდეგ დაუკელით ცეცხლი და გააგრძელეთ ხარშვა იქამდე, სანამ ბოსტნეული არ მოიხარშება.

სუფი შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ დროს, როცა კი მოგშივდებათ, რამდენიც გენებოთ, იმდენი. მისგან არანაირ კალორიას არ მიიღებთ. გაავსეთ დილით თერმოსი და ატარეთ თან, სადაც წახვალთ.
თუმცა მხოლოდ სუფით არ უნდა იკვებოთ. რაციონი აუცილებელია შეავსოთ სხვა პროდუქტებითაც.

პირველი დღე:
 სუფი და ხილი. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი, ბანანის გარდა. ნესვსა და საზამთროში ნაკლები კალორიაა, ვიდრე სხვა ხილში. სასმელებიდან შეგიძლიათ უშაქრო ჩაი ან ყავა (რძის გარეშე), შტოშის წვენი და წყალი, რა თქმა უნდა, მინიმუმ 2 ლიტრი.

მეორე დღე:
 სუფი და ბოსტნეული. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ბოსტნეული, რაც მოგესურვებათ (უმი, მოხარშული ან დაკონსერვებული). მოერიდეთ პარკოსნებს, ბარდასა და სიმინდს.
ამ დღეს სადილად შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიმე ცალი კარტოფილი კარაქთან ერთად. წყალი - მინიმუმ 2 ლიტრი.

მესამე დღე: 
სუფი, ხილი და ბოსტნეული. მიირთვით სუფი და ყველანაირი ბოსტნეული და ხილი, გამორიცხეთ კარტოფილი. 

მეოთხე დღე:
 სუფი, ხილი და ბოსტნეული, შედის ბანანი და უცხიმო რძე. დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ 3 

ბანანი. 

მეხუთე დღე:
 ძროხის ხორცი და პომიდორი. შეგიძლიათ სუფთან ერთად მიირთვათ 300-800 გრ ძროხის ხორცი ან ერთი ქილა დაკონსერვებული პომიდორი (ან ახალი პომიდორი). 

მეექვსე დღე: 
ძროხის ხორცი, ბოსტნეული (განსაკუთრებით, ფოთლოვანი), პლუს სუფი. ძროხის ხორცი და ბოსტნეული მიირთვით, რამდენიც გენებოთ. ოღონდ გამორიცხეთ კარტოფილი. სვით ბევრი წყალი.

მეშვიდე დღე: 
ყავისფერი ბრინჯი, ხილის წვენი, ბოსტნეული და სუფი. დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ყავისფერი ბრინჯი, უშაქრო ხილის წვენი და ბოსტნეული. ბრინჯი შეგიძლიათ დაუმატოთ სუფს, ასევე, ბრინჯს დაუმატოთ ბოსტნეული – დაჭრილი ხახვი და პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო. სვით წყალი.

მეშვიდე დღის ბოლოს
, თუ მკაცრად დაიცავით დიეტა, თქვენ დაკლებული გექნებათ 4.5 კგ-დან 8 კგ-მდე.
კატეგორიულად არ შეიძლება: პური, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები. არანაირი შემწვარი და ცხიმიანი საკვები.

საერთო წესები:
მკაცრად დაიცავით რეკომენდაციები ყოველდღიურად. არ დაუშვათ არანაირი ფანტაზია.

აიწონეთ ყოველდღიურად.

მიირთვით სუფი ყოველდღიურად, მაშინვე, როგორც კი მოგშივდებათ. 

ფრთხილად მოიხმარეთ ცხიმი – მისი გამოყენება მხოლოდ კვირაში ერთხელ, მოხარშულ კარტოფილთან ერთად შეგიძლიათ.

ხორცი აუცილებლად მჭლე უნდა იყოს, ქათამი კი – კანის გარეშე.

marao.ge

 

 

 

ფილტრაცია