რჩევები >> უსაფრთხოა თუ არა სილიკონის საცხობი ფორმები – ეს უნდა იცოდეთ!
უსაფრთხოა თუ არა სილიკონის საცხობი ფორმები – ეს უნდა იცოდეთ!

დღეს ბევრ ოჯახშია სილიკონის გამოსაცხობი ფორმები, რომლებსაც დიასახლისები სიამოვნებით იყენებენ. ის მრავალნაირია, მსუბუქი, ადვილად გასარეცხი და ადვილად გამოსაყენებელი - ანუ საქმესაც აიოლებს და შედეგსაც ამრავალფეროვნებს. თუმცა რამდენად უსაფრთხოა და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, თუ ამ ფორმებს იყენებთ ან ყიდვას აპირებთ?


ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მის მავნებლობაზე. თუმცა ცალსახად ის შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ჭურჭელი შეიძლება იყოს მავნე, თუ მისი მოხმარების წესებს არ დავიცავთ. გარდა ამისა, ბაზარი სავსეა უხარისხო და მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ნაწარმით, ამიტომ ყიდვის დროს ხარისხს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეტიკეტი რაც შეიძლება მკაფიო და გასაგები უნდა იყოს და მწარმოებლის შესახებ ინფორმაციაც - ზუსტი. 


არსებობს სილიკონის სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა რეცეპტურითა და გამოყენების სფეროებით. მის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ქიმიური ელემენტი: ბორიუმი, კობალტი, ქრომი, ნიკელი, მარგანეცი, სელენი, თუთია და სხვები. ყველა ამ კომპონენტს შეუძლიათ საფრთხის მოტანა. 


რასაკვირველია, იმ სილიკონის მიმართ, რომელიც სამედიცინო და საცხობი მიზნებით გამოიეყენება, მეტი მოთხოვნებია. ასეთი სილიკონი უნდა იყოს არატოქსიკური, ჰიპოალერგიული და არ შედიოდეს რეაქციაში ორგანულ მჟავებთან. ეს ყველაფერი რომ დაცული იყოს, წარმოების დროს გაცილებით რთული და ნელი ტექნოლოგიური პროცესის გავლაა საჭირო. გარდა ამისა, ზოგიერთმა კულინარიულმა ნაწარმმა დაბალ და მაღალ ტემპერატურასაც უნდა გაუძლოს. ამის მიღწევა იოლი არ არის, შესაბამისად, ყველა მწარმოებელი არ გაირთულებს საქმეს და ამდენ ძალისხმევას არ გაიღებს. ამიტომ ბაზარზე უამრავია უხარისხოდ და სწრაფად წარმოებული სილიკონი, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს. 


როგორ ავიცილოთ თავიდან უხარისხო ნაწარმის ყიდვა? აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის ანოტაციას და შეფუთვას. ნაწარმი გადის ხოლმე გარკვეულ ექსპერტიზას უსაფრთხოებაზე. ამის დამადასტურებელი ნიშანი უნდა ჰქონდეს - აშშ-ის საკვები პროდუქტების კონტროლის მიერ შემოწმების (FDA) ან ევროკავშირის (CE). ეს მარკირება ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხო და მაღალი ხარისხის არის. ასევე უნდა იყოს დაწვრილებითი ინსტრუქცია პროდუქციის მოხმარების და შენახვის შესახებ - დასაშვები ტემპერატურული რეჟიმის და ა.შ. 


mshoblebi.ge

 

 

ფილტრაცია