რჩევები >> 30 ყველაზე მავნე პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისათვის
30 ყველაზე მავნე პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისათვის

ტექნიკურმა პროგრესმა ახალი საფიქრალი შეუქმნა კაცობრიობას: რამდენად ჯანსაღია ის პროდუქტები, რომლითაც ყოველდღიურად ვიკვებებით? ეს კითხვა ყველა ჩვენგანს აწუხებს, რადგან ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტების რაოდენობამ უკვე აპოგეას მიაღწია. დღევანდელ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც არამარტო მავნეა ადამიანისათვის, არამედ მათი მიღება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.


image


1. ნატრიუმის გლუკონატი


image

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ პროდუქტების საკვებად გამოყენება, რომლის შემადგენლობაშიც მითითებულია დანამატი Е-621 (ნატრიუმის გლუკონატი). კარგად დააკვირდით სუპერმარკეტების თაროებზე ლამაზად ჩამწკრივებულ პროდუქტებს და აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტი. გახსოვდეთ, რომ ნატრიუმის გლუკონატი გემოს გამაძლიერებელია და მას საკმაოდ ბევრ საკვებ პროდუქტს უმატებენ.



2. შაქრის შემცვლელები


image

შაქრის შემცვლელები ადამიანებს იზიდავს იმით, რომ მათში ფაქტიურად არაა კალორიები და ძალიან ეკონომიურია (იაფი ღირს). არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მიღება. მოხვდება რა ორგანიზმში, ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის რეცეპტორები შეიგრძნობენ ტკბილ გემოს და მზად არიან ნახშირწყლების გადასამუშავებლად, მაგრამ ისინი შაქრის შემცვლელებში არ არის. ამის შემდეგ ორგანიზმს შიმშილი ეწყება და მადა ორმაგდება. ამიტომ ნუ მოატყუებთ ორგანიზმს, უარი თქვით ამ მავნე ნივთიერებაზე.



3. ტრანსცხიმები ანუ მოდიფიცირებული ცხიმები


image

დაიმახსოვრეთ, კარაქი, რომლის შეფუთვაზე მითითებულია წარწერა -ცხიმიანობა 72, 5 %, -არავითარ შემთხევვაში არ უნდა მიიღოთ. ეს ტრანსცხიმია- წყალბადით გაჯერებული დაბალხარისხიანი მცენარეული ცხიმი. 82, 5 %-ზე დაბალი ცხიმიანობის კარაქი არ არსებობს. ჯობია შეჭამოთ 20 გრამი ჩვეულებრივი ნატურალური კარაქი, ვიდრე მთელი ყუთი ტრანცხიმი ან მარგარინი.



4. გენმოდიფიცირებული პროდუქტები


image

არაქისი - გახსოვდეთ, რომ მისი დიდი ნაწილი შემოტანილია და გენმოდიფიცირებულია, განსაკუთრებით მავნებელია მარილიანი არაქისი,


კონსერვირებული სიმინდი და ბარდა,


იმპორტული კარტოფილის უმეტესი ნაწილი,


კიბორჩხალას (კრაბის ) ჩხირები, რომელიც კიბორჩხალას თათებს საერთოდ არ შეიცავს და კიბორჩხალას ესენციისა და სოიოსაგან მზადდება



5. სიმინდის ბურბუშელა


image


თუ სიმინდის ბურბუშელას ყიდულობთ, კარგად გასინჯეთ: ტკბილი გემო თავად ბურბუშელას არ უნდა ჰქონდეს, ის უნდა დატკბეს მხოლოდ ზემოდან მოყრილი შაქრის პუდრით. თუ ბურბუშელა ტკბილია, ესე იგი მასში გამოიყენეს შაქრის შემცვლელები, უმეტეს შემთხვევაში ციკლომატი. დაიმახსოვრეთ, რომ ბურბუშელა 200 გრადუს ტემპერატურაზე მზადდება, ხოლო შაქარი 140 გრადუსზე იწვის.



6. ფაფები და ბურღულეული, რომელთაც დამატებული აქვს საღებავები და არომატიზატორები


image

დაიმახსოვრეთ, თუ ფაფას აქვს განსაკუთრებული გემო-ვაშლის, მსხლის, ფორთოხლის, ქლიავის ან სხვა, მას დამატებული აქვს არომატიზატორები და საღებავები, ეს კი ქიმიაა და მისი ჭამა არ შეიძლება.



7. კოწახურის კანფეტები


image

ამ კანფეტებში ამჟამად ისეთ ძლიერ კოწახურის ესენციას იყენებენ, რომ შეფუთვის გარეშე მაგიდაზე ერთი დღით დატოვებულ კანფეტს შეუძლია სუფრაც კი გახვრიტოს და მაგიდის ლაქიც დააზიანოს, წარმოიდგინეთ, რას უზამს ის თქვენს კუჭს?




8. მარმელადი


image

მარმელადს, რომელსაც დღეს სუპერმარკეტების თაროებზე ნახავთ, საერთო არაფერი აქვს მის წინაპართან, რომელსაც სსრკ-ში აწარმოებდნენ. ეს უბრალოდ სასწაულია ქიმიური მრეწველობისა.



9. კარტოფილი ფრი, რომელიც მზა სახით იყიდება სუპერმარკეტებში


image

ამ პროდუქტის დასამზადებლად გამოიყენება ანტიდამჟანგველები. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კარტოფილი ფრი ლამის ერთი წელი ინახება და არ ფუჭდება პაკეტებში. იგივე შეიძლება ითქვას ფასტ-ფუდებზეც.



10. მოხარშული ძეხვი


image

მის დასამზადებლად აქტიურად გამოიყენება გენმოდიფიცირებული სოია.

სოსისი, სარდელი, მოხარშული ძეხვი, პაშტეტები- ამ ხორცპროდუქტების შემადგენლობაში შედის სალა, მუცლის ქონი და სუბპროდუქტები, ისიც მხოლოდ 40%-მდე, ხოლო ხორცის გემოს აღწევენ უამრავი გემოვნებითი დანამატების და საღებავების საშუალებით.



11. ლორი


image


არანაირ ნატურალურობაზე აქ საუბარი არ შეიძლება იყოს. იღებენ ღორის კისრის ხორცის პაწაწინა ნაჭერს და ერთ კილოგრამ სპეციალურ ჟელეს, მთელი ღამით აჩერებენ გადასამუშავებელ მანქანაში, ამ ხნის განმავლობაში ჟელე ჯირჯვდება ხორცთან ერთად და დილით უკვე მიიღება ხორცის დიდი ნაჭერი. როგორც წესი, მის შემადგენლობაში მხოოლოდ 5%- ხორცია, დანარჩენ ნაწილს შეადგენს ჟელე, კარატინინი, გემოს გამაძლიერებელი, საღებავი.



12. შებოლილი ძეხვი


image

დღეს უკვე არავინ არ ბოლავს პროდუქტს ისე, , როგორც ამას წინათ აკეთებდნენ. გამოიყენება სპეციალური კონსერვირებადი სითხეები, რომელთა შემადგენლობაში ფორმალდეჰიდი შედის.



13. რძის პროდუქტები, რომელთაც შენახვის დიდი ვადა აქვს


image


ნებისმიერი რძის ნაწარმი, რომელსაც ორ თვეზე მეტი შენახვის ვადა აქვს, გამოსაყენებლად საშიშია, რადგან ის სავსეა ასეპტიკური ნივთერებებითა და ანტიბიოტიკებით.



14. პლასტიკურ მასალაში შეფუთული მაიონეზი


image

ძმარი, რომელიც მაიონეზის შემადგენლობაში შედის, რეაქციაში შედის პლასტიკურ ნივთიერებებთან, რომელიც შესაფუთ მასალად გამოიყენება. ამ რეაქციის შედეგად კანცეროგენული ნივთიერებები გამოიყოფა. ასეთი შეფუთვა შეიძლება გაუკეთდეს მხოლოდ ნეიტრალურ პროდუქტებს.



15. ტკბილი წიწაკა (არასეზონის დროს)


image

ეს არის აბსოლუტურად გენმოდიფიცირებული პროდუქტი. მისი ჭამა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადებები, ჰემოროი, უძილობა, თირკმელების და გულის პრობლემები. ტკბილი წიწაკა შედის პროდუქტების ათეულში, რომლებშიც განკაკუთრებით დიდი რაოდენობითა აზოტი და პესტიციდები. ამიტომ ეს ბოსტნეული უმჯობესია მივირთვათ ზაფხულში, სეზონის დროს, თანაც უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივს.



16. ნაყინი


image

ალბათ გიკვირთ, რატომაა ამ სიაში ნაყინი. საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით ძალიან ძნელია ისეთი ნაყინის პოვნა, რომელიც რძეზეა დამზადებული. თუკი ასეთს ნახავთ, შეგიძლიათ გაბედულად მიირთვათ. ფხვნილებზე დამზადებულ ნაყინს კი ჯანმრთელობის შერყევის მეტი არაფერი მოაქვს.


17. კექსები და რულეტები, რომელთაც შენახვის დიდი ვადა აქვს


image

ეს ნაწარმი არ ხმება, არ შრება, არ ფუჭდება... მათ საერთოდ არაფერი არ მოსდით თვეების განმავლობაში. დაფიქრებულხართ, რა რაოდენობის კონსერვანტია მათში, რომ თვეების განმავლობაში პირვანდელს სახეს ინარჩუნებენ.



18. მდნარი ყველი


image

ყველის მაგარი სახეობებისაგან განსხვავებით, მდნარი ყველი შეიცავს დიდი რაოდენიბით ნატრიუმს, რაც მას არასასურველ პროდუქტად აქცევს. ის საერთოდ არ შეითვისება ორგანიზმის მიერ.



19. ხსნადი ყავა


image


მისი მირთმევა განსაკუთრებით საზიანოა მამაკაცებისათვის, რადგან ის უარყოფითად მოქმედებს ჰორმონალურ ჯირკვლებზე,



20. არომატიზირებული ჩაი, ერთჯერადი გამოყენების ჩაის პაკეტები


image

დალიეთ ნატურალური ჩაი, რომელშიც არაფერი არ დაცურავს და რომელსაც არ აქვს უცხო გემო. ყველა არომატიზირებულ ჩაის დამატებული აქვს ლიმონის სიმჟავე და არომატიზატორები.



21. რაფინირებული დეზოდორირებული მცენარეული ზეთი


image

რაფინირებული ზეთი მავნებელია ჯანმრთელობისათვის, რადგან რაფინირება ხდება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე და ამ დროს გამოიყოფა კანცეროგენული ნივთიერებები. ამავე მიზეზით არასასურველია ერთსა და იმავე ზეთში შეწვა (გამონაკლისია ზეითუნის ზეთი).



22. კეტჩუპი და სხვადასხვა სოუსები


image

ისინი დიდ რაოდენობით შეიცავენ საღებავებს, გენმოდიფიცირებულ პრიდუქტებსა და კონსერვანტებს, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემას ანგრევენ.



23. კარტოფილის ჩიპსები


image

ეს განსაკუთრებით ეხება არა მთელი კარტოფილის, არმედ პიურესაგან მომზადებულ ჩიპსებს. ეს არის ნახშორწყლებისა და ცხიმების ნაზავი პლიუს გემოვნებითი დანამატები და კონსერვანტები.



24. სწრაფი მომზადების პროდუქტები


image

სწრაფი მომზადების ვერმიშელი, სუპები და პიურეები, აგრეთვე წვენის დასამზადებელი ფხვნილები ცარიელი ქიმიაა, რომელსაც ორგანიზმისათვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს.



25. ტკბილი გაზიანი სასმელები


image

ტკბილი გაზიანი სასმელები-ესაა შაქრის, გაზის და ქიმიის ნაზავი. "კოკა-კოლა", მაგალითად, შესანიშნავი საშუალებაა ნიჟარიდან ნადების და ჟანგის მოსაცილებლად. კარგად დაფიქრდით, სანამ ამ ნივთიერებას კუჭში ჩაუშვებდეთ. ამავე დროს, ეს სასმელები დიდ რაოდენობით შეიცავენ შაქარს და მის შემცვლელებს, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ გაზიანი სასმელი წყურვილს კი არ გიკლავთ, არამედ გიმძაფრებთ.



26. საფუარიანი პური და თეთრი პური


image

მიირთმევთ რა საფუარიან პურს, ჩათვალეთ, რომ ორგანიზმში უშვებთ სოკოებს. ჯობია უპირატესობა მიანიჭოთ ქატოს და ჭვავის პურს. უმაღლესი ხარისხის რაფინირებული თეთრი ფქვილი მავნებელი პროდუქტების ათეულში შედის.



27. ქაღალდის პაკეტებში შეფუთული ხილის წვენები


image

ნატურალურ წვენებზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. იცოდეთ, რომ გაყიდვაში არაა ნატურალური წვენები. ნუ მისცემთ ბავშვებს ამ პროდუქტს - ეს სუფთა ქიმიააა. ჯობია ოჯახში დამზადებული ხილის კომპოტებით და ჯემებით გაუმასპინძლდეთ მათ.



28. ქათამი


image

დღესდღეობით გაყიდვაში არსებული ქათმის დიდი ნაწილი ჰორმონებითაა გამოკვებილი. ქათამი ისედაც ქალური ჰორმონების ექვს სახეობას შეიცავს და მისი ხორცის მირთმევა განსაკუთებით მამაკაცებისთვისაა საზიანო. ამას დაუმატეთ ათასგვარი ვიტამინი და სწრაფად გაზრდისათვის აუცილებელი სხვა ნივთიერებები. ხელოვნურად გაზრდილი ქათამი ნამდვილი საწამლავია ორგანიზმისათვის.



29. შოკოლადის კანფეტები


image

შოკოლადის 90%-სულაც არაა შოკოლადი. ეს არის უზარმაზარი რაოდენობის კალორია გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან, საღებავებთან და არომატიზატორებთან ერთად. შოკოლადს ამატებენ სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებიც გემოს რეცეპტორების გაღიზიანებას იწვევს და თქვენ ისევ და ისევ გინდებათ ამ სასუსნავის მირთმევა.



30. ალკოჰოლი


image


ალკოჰოლი მინიმალური დოზებითაც კი ორგანიზმს ხელს უშლის ვიტამინების ათვისებაში. გარდა ამისა, ის ძალიან კალორიულია. ის, თუ რა მავნებელია ალკოჰოლი ღვიძლის, თირკმელების, გულისა და სხვა ორგანოებისათვის, თქვენთვის კარგადაა ცნობილი. მისი მხოლოდ ძალიან იშვიათად და მცირე დოზებით გამოყენებაა სასურველი, ისიც წითელი ან თეთრი ნატურალური ღვინისა. არაყზე და ტკბილ, არომატიზატორებით გაჯერებულ ლიქიორებზე უმჯობესია უარი თქვათ.




intermedia.ge

 

 

ფილტრაცია