რჩევები >> რით არის სასარგებლო ნაყინი და მისი გამოყენების მოულოდნელი ხერხები
რით არის სასარგებლო ნაყინი და მისი გამოყენების მოულოდნელი ხერხები

ამ გემრიელი ნუგბარის პირველი დამგემოვნებლები ძველი ბერძნები არიან. ისინი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში მიირთმევდნენ თოვლში ათქვეფილ ხილის წვენს და თაფლს. თურქები და არაბები, გემოს რეცეპტორების გასანეიტრალებლად, ერთი კერძიდან მეორეზე გადასვლის შუალედში ყინულს იდებდნენ პირში. ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე, ძველი ჩინელები დამტვრეული ყინულისგან ამზადებდნენ ნაყინის მსგავს სასუსნავს ხილთან ერთად. ტერმინი ნაყინი 1769 წელს გაჩნდა. 1828 წელს ამერიკაში ნაყინის პირველი დამტარებლებიც გამოჩნდნენ, რომელთა სარეკლამო ლოზუნგი იყო: „მიირთვით ფეთქებადი სიცილი - ნაყინი". 

თურმე მოზრდილები გაცილებით მეტ ნაყინს ჭამენ, ვიდრე ბავშვები. განსაკუთრებით მამაკაცებს უყვართ ყელის ჩატკბარუნება. ზოგი მეცნიერის აზრით, ნაყინი ხსნის სტრესს. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ნაყინის მირთმევა მთელი რიტუალია და როგორი განწყობითაც მიირთმევთ, ისეთივე შეგრძნება დაგეუფლებათ.
ქალბატონებს ეშინიათ რა ზედმეტი კალორიების, შეუდარებელ სიამოვნებას იკლებენ. ამ დროს 100 გრამ ნაღების ნაყიმში მხოლოდ 153 კალორიაა, ხილისაში კი - ამაზე ნაკლები. ამასთან, ნაყინში შედის A, B, B2, C ვიტამინები. ასევე "კარგი განწყობის" - D და E ვიტამინები. ნაყინში 10%-ით მეტი ცილაა, ვიდრე რძეში.

  • უმნიშვნელოვანეს მინერალურ ნივთიერებებთან ერთად, როგორიცაა კალციუმი და მაგნიუმი, ნაყინში შედის ფოსფორი და პროტეინი.
  • თუ სახლში პატარა გყავთ, აუცილებლად გადაინახეთ მაცივარში ნაყინი. თუ პატარამ უეცრად ცხელი ჩაი დალია და პირი დაეწვა, არ ინერვულოთ, მიაწოდეთ მას ნაყინი და ტკივილი მალე გაივლის.
  • ნაყინის ჭამა დაგეხმარებათ ცხვირიდან სისხლდენის დროსაც, როდესაც საჭიროა რაიმე ცივის მიღება. ბავშვი თან გაერთობა და თან დაგაცდით აღმოუჩინოთ პირველადი დახმარება.
  • თუ სპაზმური ხველა გაწუხებთ და ორგანიზმიც გაკაჟებული გაქვთ, შეგიძლიათ ნაყინის პატარ-პატარა ლუკმები ჩაყლაპოთ და ხველაც მალე გაივლის.
  • ალერგიული ბავშვებისთვის ეცადეთ, ნაყინი ციტრუსების და შოკოლადის გარეშე შეიძინოთ.


mshoblebi.ge 

 

 

 

ფილტრაცია