რჩევები >> რატომ უნდა მიირთვათ კვერცხი და ბოსტნეული ერთად
რატომ უნდა მიირთვათ კვერცხი და ბოსტნეული ერთად

პერდიუს უნივერსიტეტის სპეციალისტები გვირჩევენ, ბოსტნეულის სალათი მივირთვათ კვერცხით. როგორც აღმოჩნდა, კვერცხი გვეხმარება კაროტინოიდების ათვისებასა და ანთებასთან გამკლავებაში. 


უმი ბოსტნეულის სალათა შეიცავს კაროტინოიდების რამოდენიმე სახეს, მათ შორის ბეტა-კაროტინს, ლუთეინს, ზეაქსანტინს და ლიკოპინს. კვერცხი მდიდარია საკვები ნივთიერებებით. მასში ბევრია შეუცვლელი ამინომჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინები. სწორედ ისინი ხდიან ბოსტნეულს უფრო სასარგებლოს. კაროტინოიდების ათვისების დონე კვერცხთან ერთად მიღების შემთხვევაში 3,8-ჯერ იზრდება.


mshoblebi.ge

 

 

ფილტრაცია