საინტერესო >> მსოფლიო ლიდერების კვების ჩვეულებები
მსოფლიო ლიდერების კვების ჩვეულებები

ბერნარდ ვოსსონი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტისთვის 40 წელი ამზადებდა, მსოფლიოს ლიდერების დიეტის საიდუმლოებები გამოააშკარავა.

როგორც ვოსსონი ამბობს ჟაკ შირაკი ლოკოკინებსა და კომბოსტოებს მიირთმევს. ფრანსუა მიტერინი ზღვის პროდუქტებს ანიჭებდა უპირატესობას, ნიკოლა სარკოზიმ ყველი საერთოდ ამოიღო მენიუდან და ამჟამინდელ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს კი ყველაფერი მოსწონს.


მარგარეტ ტეტჩერის დიეტა შედგებოდა: მოხარშული კვერცხისაგან, შავი ყავისგან, პომიდვრისგან, სალათისგან, გრეიფრუტისა და ხორცისგან. სწორედ ამ ინგრედიენტებმა გამოიწვია წონის სწრაფი დაკარგვა.


ევო მორალესი

ბოლოვიის პრეზიდენტის განცხადებით ქათმის მიღება მამაკაკების იმპოტენციას ადაბლებს, რადგან ქათმის ხორცი დიდი რაოდენობით ქალის ჰორმონს შეიცავს. პრეზიდენტი უპირატესობას ჯანსაღ წვნიანს ანიჭებს და უარს ამბობს სწრაფი კვების ობიექტებში კვებაზე, რის მიზეზადაც კიბოს  გაჩენისა და სხვა დაავადებების მაღალ რისკს ასახელებს.


რიჩარდ ნიქსონი

როგორც ცნობილია ამერიკის პრეზიდენტს ყველაზე ძალიან კეჩუპი უყვარს. მისი მსუბუქი საუზმე: ხაჭოს, ანანასისგან და კეჩუპისგან შედგება. სწორედ საკვების ეს უცნაური მიქსი იყო გავრცელებული თეთრ სახლში ყველაზე მეტად.


კიმ იონგ-ილ

როგორც სამხრეთ კორეის ლიდერი ამბობს მას ჰყავს შეფ მზარეულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა ხიზილალა, ღორის ხორცი და პაპაია მიართვან. როგორც სამხრეთ კორეის პრეზინეტის სუშის შეფი კენჯი ფუჯიმოტო ამბობს, ლიდერი მოითხოვს ბრინჯის თითეული მარცვლის კარგად შემოწმებას, რათა დაზიანებული ბრინჯი არ მიირთვას. ასევე კონგ-ილმა მოითხოვა გაესინჯა ჰიპოპოტამი, გველი, ობობა და ფრანგული ღვინო.


ვინსტონ ჩერჩილი

უპირატესობას ანიჭებს ყველს, ხამანწკებსა და შემწვარ კერძებს. დესერტად კი ნაყინს ბევრი ხილით ირჩევს. მას ასევე ძალიან უყვარს ფრანგული სამზარეულო და ყოველთვის საუკეთესო კერძებს მიირთმევს სანგრებშიც კი.


ბარაკ ობამა

ამერიკის პრეზიდენტს ყველაზე მეტად სენდვიჩი უყვარს.  როგორც შარშან ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა პროდუქტებიდან სძულს ჭარხალი და უპირატესობას ბროკოლს ანიჭებს. მისი გემოვენა ძალიან შორს დგას  ჯორჯ ბუშის გემოვნებისგან რომელმაც 1990 იან წლებში ბოსტნეულზე განცხადება გააკეთა: “სანამ პატარა ვიყავი ბოსტნეული არ მომწონდა”.

ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა, სადაც საკვბი არასაკმარისი იყო და ხალხს რიგებში უწევდა დგომა. მერკელს უყვარს: ბოსტნეულში მოშუშული ხორცი, მწვადი, ცხარე ქაბაბი, კარფოტილი, კალმახი და ქლიავის ტორტი.


ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი არ არის პრეტენზიული კერძების არჩევაში. მას ყველაზე ძალიან ნაყინი უყვარს. რუსეთში ცივი ზამთრის მიუხედავად ვლადიმერ პუტინი ნაყინს  ნებისმიერ სეზონზე მიირთმევს. ყველა კერძისანამ ის რაიმეს დააგემოვნებს შხამზე ტესტირებას  გადის.


 

 

 

ფილტრაცია