დიეტა >> დალიეთ მხოლოდ ერთი ჭიქა ეს სასმელი ძილის წინ და სწრაფად დაიკელით წონაში!
დალიეთ მხოლოდ ერთი ჭიქა ეს სასმელი ძილის წინ და სწრაფად დაიკელით წონაში!

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება სელის თესლისა თუ ზეთის სარგებლობის შესახებ. უკვე ეჭვი აღარ არსებობს, რომ ეს პროდუქტი ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას ხსნის. 
ახლა სელის ფქვილზე გვინდა მოგითხროთ და მისი უნიკალური თვისებები გაგაცნოთ. მისი მეშვეობით უმოკლეს დროში შეძლებთ დაიკლოთ წონაში, გაიწმინდოთ კუჭ-ნაწლავი და მოიწესრიგოთ ნივთიერებათა ცვლა, რადგან ის მდიდარია უჯრედისით, პოლიგაჯერებული ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც გვეხმარება ორგანიზმის გაწმენდასა და გაჯანსაღებაში.

გთავაზობთ უნიკალურ გამაჯანსაღებელი საშუალების რეცეპტს, რომელიც არა მხოლოდ ორგანიზმის გაწმენდაში, არამედ სწრაფად გახდომაშიც დაგეხმარებათ.

ორგანიზმის გასაწმენდი და წონაში დასაკლები სასმლის რეცეპტი სელის ფქვილით:

ერთ ჩაის კოვზ სელის ფქვილს (შეგიძლიათ შეიძინოთ სელის თესლი აფთიაქში ან მარკეტებში და დაფქვათ) დაასხით ნახევარი ჭიქა თბილი, ანადუღარი წყალი. გააჩერეთ 5-10 წუთი და დაასხით კიდევ ნახევარი ჭიქა, ოღონდ ამჯერად ადუღებული, ცხელი წყალი (თუმცა არც ძალიან ქაფქაფა). მას შემდეგ, რაც გაგრილდება, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი.
მიიღეთ ერთი ჭიქა სამკურნალო ნაყენი დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე.

ზოგადი გაჯანსაღებისთვის, შეგიძლიათ ცოტაოდენი სელის ფქვილი დაუმატოთ ხოლმე ყოველდღიურ საკვებს: სუპებს, ფაფებს
და ცომეულს. ასევე სასარგებლოა სელის თესლის კეფირში გახსნა და ისე მიღება.

წყარო: www.marao.ge 

ფილტრაცია