დიეტა >> კეტრინ ზეტა-ჯონსის დიეტური წვნიანი - ექსპრეს დიეტა, რომელსაც მსახიობი გადაღებების წინ იცავს
კეტრინ ზეტა-ჯონსის დიეტური წვნიანი - ექსპრეს დიეტა, რომელსაც მსახიობი გადაღებების წინ იცავს

ქალბატონებს ყოველთვის ხიბლავთ იმაზე ფიქრი, რომ დიეტა მათ სასურველი შედეგის მიღებაში დაეხმარება, მაგრამ სურვილთან ერთად აუცილებელია, გადახედოთ თქვენს რაციონს. 

დიეტასთან ერთად, კალორიების შესამცირებლად აუცილებელია ვარჯიში. "მარაო.გე" ქალბატონებს სთავაზობს ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, კეტრინ ზეტა-ჯონსის მკაცრ დიეტას. ოსკაროსანი ლამაზმანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სასურველი წონის შენარჩუნება. ის ხშირად მიმართავს კომბოსტოს წვნიანის დიეტას. თუმცა ამ დიეტის დაცვა არც ისე ადვილია. 

წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 ცალი კომბოსტო, 2 ცალი ხახვი, 1 კონა ნიახური, 1 კონა ოხრახუში.

ინგრედიენტები დაჭერით წვრილად, დაასხით 2 ლ წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. იმისთვის, რომ წვნიანს კომბოსტოს სპეციფიკური სუნი დაეკარგოს, შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე რაოდენობით ძმარი. 
წვნიანი მიიღეთ ყოველდღე. 

დიეტის დროს ასევე მიიღეთ:

პირველი დღე
 - ნებისმიერი ხილი, ბანანის, საზამთროსა და ნესვის გარდა. 

მეორე დღე
 - ცოცხალი ან მოხარშული ბოსტნეული, ლობიოს, ბარდისა და სიმინდის გარდა.

მესამე დღე 
- ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული, რამდენსაც მოისურვებთ. 

მეოთხე დღე 
- შეგიძლიათ მიიღოთ 3 ბანანი უცხიმო რძესთან ერთად. 

მეხუთე დღე
 - 250 გრ მოხარშული ხორცი და პომიდორი.

მეექვსე დღე 
- მოხარშული ქათმის ხორცი ბოსტნეულთან ერთად. 

მეშვიდე დღე
 - ბრინჯი, ბოსტნეული და ხილის სალათა. 

აკრძალულია პურის, ხილის კოქტეილებისა და ალკოჰოლის მიღება.

 

წყარო: www.marao.ge 

 

 

ფილტრაცია