დიეტა >> ჩვენ აგიხსნით ხელის მტევნით, რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, რათა წონაში დაიკლოთ
ჩვენ აგიხსნით ხელის მტევნით, რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, რათა წონაში დაიკლოთ

სამეცნიერო ჟურნალმა Guard Your Health-მა გამოაქვეყნა თვალსაჩინო სახელმძღვანელო იმის შესახებ, რა რაოდენობის სხვადასხვა პროდუქტი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. 
ეს დიეტის ერთგვარი ჯანმრთელი ალტერნატივაა: კალორიების თვლა საჭირო აღარ იქნება. უბრალოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვროთ საკვების ნორმა.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი ტვინში არ გავზომავთ საჭმლის რაოდენობას, აუცილებლად ბევრს შევჭამთ.
ეს ხუმრობა არ არის. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ამერიკელები ორჯერ მეტ საკვებს იღებენ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ამდენი ჭარბწონიანია.

"ხელის დიეტა" – შესანიშნავი ორიენტირი გახდება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც წონის დაკლება ან ფორმის შენარჩუნება სურს. თქვენ შეძლებთ დაიკლოთ წონაში ისე, რომ უარს არ იტყვით საყვარელ საკვებზე. უბრალოდ, დროებით მოგიწევთ თავი შეიკავოთ ტკბილისა და ცომეულისგან.

მთავარი ამ დიეტაში – ულუფის ზომის გაკონტროლებაა. თავდაპირველად მოგეჩვენებათ, რომ ეს არაფერია, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ მეტი საჭმელი არ გჭირდებათ.

როგორ დავიცვათ "ხელის დიეტა"?

 

შეხედეთ ამ დიაგრამას. ის ნათლად გაჩვენებთ პოპულარული "მავნებელი" და "ცხიმიანი" პროდუქტების დღიურ ნორმას.


აი, დიეტის 5 ძირითადი წესი:

1. ორი ხელით შეკრული მუშტი – დღის განმავლობაში რა რაოდენობის ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ.

2. გამოიყენეთ მუშტის წინა მხარე იმისათვის, რომ დაითვალოთ, რა რაოდენობის ნახშირწყლები (ბრინჯი, მაკარონი და სხვა...) შეგიძლიათ დღის განმავლობაში მიირთვათ.

3. გაშლილი ხელისგული (თითების გარეშე) გაჩვენებთ, რა რაოდენობის ხორცი შეგიძლიათ დღის განმავლობაში მიიღოთ.

4. ერთი მუშტი ხილის დღიური ნორმის ტოლია, იმისათვის, რომ სხეული ოპტიმალურ ფორმაში გქონდეთ.

5. ცხოველური ცხიმების დღიური პორცია, თუკი მას კარაქის სახით წარმოვიდგენთ, საჩვენებელი თითის ფალანგაზე უნდა დაგვეტიოს.

 

 

 

ფილტრაცია