დიეტა >> 9 მარცვლეული გასახდომად და გამოსაჯანმრთელებლად
9 მარცვლეული გასახდომად და გამოსაჯანმრთელებლად

გახდომის მსურველებმა და მათ, ვისაც ორგანიზმის ვიტამინებით გამდიდრება სურს, რაციონი მარცვლეულით უნდა გაამდიდრონ. ისინი იაფი ღირს, სასარგებლო და გემრიელია და რაც მთავარია, უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ორგანიზმისთვის. 

უმეტესობა ამზადებს მხოლოდ წიწიბურას და შვრიის ფანტელის ფაფას ("ჰერკულესი"), მაგრამ არსებობს სხვა, არანაკლებ სასარგებლო ფაფები. წონის დასაკლებად აირჩიეთ ნებისმიერი და მოიწყვეთ განტვირთვის დღე (ფაფის გარდა, მთელი დღის განმავლობაში ნებადართულია ხილისა და ბოსტნულის ჭამა და წყლის სმა) ან 7 დღის განმავლობაში საუზმე შეცვალეთ ერთ-ერთი ფაფით. 

1. ფეტვი

ეს სასარგებლო მარცვლეული ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას და უფრო მეტიც, გამოაქვს იგი. აგრეთვე, გაგათავისუფლებთ წიდებისგან, გაგიმდიდრებთ ორგანიზმს მაგნიუმით, ფოსფორით, კალიუმით, გოგირდით, "პპ", "ე" და "ბე" ჯგუფის ვიტამინებით. ყიდვისას დააკვირდით, რომ მარცვლეული მკვეთრი ყვითელი ფერის იყოს. რაც უფრო მუქია, მით სასარგებლოა. მოსახარშად აიღეთ 1 ჭიქა ფეტვი, დაასხით 3 ჭიქა წყალი, ხარშეთ მარცვლების დარბილებამდე. უკვე მზას შეგიძლიათ სეზამის მარცვლები, 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი ან ერთი მუჭა ქიშმიში დაუმატოთ. 

2. წიწიბურა

მიჩნეულია, რომ წიწიბურა ერთადერთი ეკოლოგიური მარცვლეულია, რადგან იგი ქიმიური დანამატების გარეშე მოჰყავთ. რკინის მაღალი შემცველობის გამო მას ანემიით დაავადებულ ადამიანებს უნიშნავენ. წიწიბურა მდიდარია "ბე" ჯგუფის ვიტამინებითაც. იგი საუკეთესოა გახდომი მსურველთათვის, რადგან დიდხანს გინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას. 
განტვირთვის დღე წიწიბურაზე: 250 გრამ წიწიბურას წინა საღამოს დაასხით მდუღარე წყალი და შეფუთული გააჩერეთ მთელი ღამე. მეორე დღეს მიღებული ფაფა მიირთვით მწვანილის სალათასთან ერთად. არ დაგავიწყდეთ წყლისა და უშაქრო ჩაის ან ყავის დალევა. 

3. ხორბალი

ხორბლის ფაფა ითვლება დიეტურ კერძად, რადგან ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ცხიმი და აქვეითებს ქოლესტერინს. ხორბლისგან დამზადებული კერძი გაგიუმჯობესებთ კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას. იგი ანელებს დაბერების პროცესს. ამასთანავე, იგი დაბალკალორიულია და გახდომაშიც დაგეხმარებათ. 

4. მანანის ბურღული

მისი გემო ბავშვობიდან გვახსოვს, მაგრამ ყველას არ უყვარს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სამედიცინო სტატია იმის შესახებ, რომ მანანის ბურღული, კალორიების გარდა, სასარგებლოს არაფერს შეიცავდა. სინამდვილეში, იგი მდიდარია კალიუმით, "ე" და "ბ1" ვიტამინით. მისი ჭამა არ შეიძლება მათთვის, ვისაც გლუტეინზე ალერგია აქვს. თუ გახდომას მანანის ბურღულზე აპირებთ, მოამზადეთ იგი წყალზე და მიირთვით უშაქროდ, ხილის ან ჩირის დამატებით. 

5. შვრიის ფანტელის ფაფა

"პპ", "ე" და "ბე" ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი ფაფაა. აგრეთვე, შეიცავს მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, ნატრიუმსა და თუთიას. გახდომისთვის მოამზადეთ "ჰერკულესი" წყალზე. დაუმატეთ დარიჩინი, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და 1 ჩაის კოვზი თაფლი ან ცოცხალი ხილი (ყურძნისა და ბანანის გარდა). იგი გაგისუფთავებთ ორგანიზმს და გაგიუმჯობესებთ კუჭის მოქმედებას. 

6. ქერი

მდიდარია ვიტამინებითა და ფოსფორით, რომელიც აუცილებელია მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად. კალიუმის და კალციუმის შემცველობით მას ბადალი არ აქვს. იგი დიდი ხნით დაგანაყრებთ, მოგიწესრიგებთ სისხლში შაქრის დონეს; საუკეთესოა წონის დასაკლებად დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. 

7. ბურღული

მხოლოდ მასშია ლიზინი, ამინომჟავა, რომელიც კოლაგენის წარმოქმნას უწყობს ხელს და სახის კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. გახდომის მსურველებმა უნდა გაივალისწინონ, რომ მომზადებისას ბურღული სამჯერ მატულობს. საღამოს ბურღული კარგად გარეცხეთ, დაასხით წყალი და მთელი ღამე გააჩერეთ; დილით მოხარშეთ შაქრისა და მარილის გარეშე. თუ განტვირთვის დღის მოწყობას ბურღულზე აპირებთ, შედეგს მომენტალურად შეამჩნევთ, რადგან მას ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე, მოგიხსნით შეშუპებას. 

8. სიმინდი

სიმინდის ფქვილის ფაფას მხოლოდ ბავშვებს აჭმევენ, არადა, იგი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. აგაცილებთ ნაწლავების დაბინძურებას სხვადასხვა საკვებით. გარდა ამისა, მას კარგად ითვისებს ორგანიზმი და არც დიდი კალორიულობით გამოირჩევა.

9. ბრინჯი

წონის დასაკლებად უმჯობესია, მიირთვათ ყავისფერი ბრინჯი. ამასთანავე, მისი მოხარშვისას, ადუღებულ წყალში უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი და მიირთვათ ცივი. საქმე იმაშია, რომ ლიპიდი, რომელიც დიდი რაოდენობითაა ქოქოსის ზეთში, ცვლის სახამებლის სტრუქტურას ბრინჯში და ამით მისი კალორიულობა მცირდება. 

წყარო: www.marao.ge 

 

 

 

ფილტრაცია