დიეტა >> დიეტა და ოფისი – ერთ ერთი მტკივნეული საკითხი…
დიეტა და ოფისი – ერთ ერთი მტკივნეული საკითხი…

შეიძლება იცავდეთ კვების რაღაც პროგრამას, მაგრამ ოფისში ატარებთ დიდ დროს და თქვენი დღე დაძაბულია!!
ცდუნებები ასევე თან გვსდევს, რადგან თანამშრომლები უკვეთავენ საკვებს და შესაბამისად შეკვეთილ საკვებში არჩევანი არც თუ ისე დიდი გვაქვს.

დაიცავით შემდეგი პატარა “საიდუმლოებები”, რომ თავი აარიდოთ ზედმეტი კალორიების მიღებას და დარჩეთ რაც შეიძლება ერთგული თქვენი პროგრამის.

  • საუკეთესო გამოსავალია სახლიდან წაიღოთ საკვები.
  • შეეცადეთ საკვები ყოველ დღე თითქმის იგივე დროს მიიღოთ.
  • თუ არ გაქვთ დრო, რომ საკვები სახლში მოამზადოთ სამსახურში წასაღებად, მაშინ არჩიეთ სამსახურთან ახლო მდებარე რესტორანი/სასაუზმე, სადაც სალათს, ახალ შემწვარ ქათმის ფილეს ან სტეიკს – პურისა და კართოფილის გარეშე მიირთმევთ.
  • თუ არ გაქვთ საერთოდ დრო, მაგრამ მაინც უნდა მიიღოთ საკვები და გამოსავალი მხოლოდ სენდვიჩშია – აირჩიეთ შავი პური, ან თუნდაც არაბულ ლავაშში ჩადებული ინდაური და ყველი, ქათმის ხორცი ან ტუნა ბოსტნეულით და ხორის სოუსით. კიდევ ერთი არჩევანია სენდვიჩი პომიდორით და მოცარელათი (უკეთესია თუ იქნება light). სენდვიჩის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ 1 ცალი ხილი, ხილის სალათი ან დალიოთ ბუნებრივი წვენი, რომ უკეთ დანაყრდეთ.
  • თუკი თქვენს წინ პიცა აღმოჩნდება, აიღეთ მხოლოდ 2 ნაჭერი. ამ ცდუნების წინაშე კი თვეში 2 ჯერ მეტჯერ არ უნდა აღმოჩნდეთ.

ზოგადად შეეცადეთ საუზმე არ გამოტოვოთ, დალიეთ წყალი და შეეცადეთ რაც შეიძლება ბევრჯერ დაღეჭოთ საკვები, რადგან  გონება აგვიანებს მიიღოს დანაყრების სიგნალი.

 

Feme.ge

 

 

ფილტრაცია