დიეტა >> ვარსკვლავების სწორად კვების საიდუმლო
ვარსკვლავების სწორად კვების საიდუმლო

იდეალური სხეული - ვარსკვლავები საიდუმლოებებს გვიმხელენ,


ჭიქა წყალი უზმოზე

წყალს ლიმონის წვენთან ერთად უზმოზე გვინეტ პელტროუ, მირანდე კერი, ბიონსე და სხვა ვარსკვლავები სვამენ. დიეტოლოგების აზრით, ასეთი კოქტეილი ენერგიით აგავსებთ და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. 

თუმცა, თუ მომატებული მჟავიანობა ან კუჭის დაავადებები გაწუხებთ, გასტროენტეროლოგის რჩევის გარეშე ნუ დაიწყებთ მის სმას. მან შეიძლება გირჩიოთ, მარტო წყლის დალევა ან ლიმონიან წყალში თაფლის ჩამატება. გამაჯანსაღებელი კოქტეილი ასე მოამზადეთ: 200 მლ წყალზე 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. სურვილისა და რჩევის მიხედვით, შეგიძლიათ 1 ჩ/კ თაფლით დაატკბოთ. 

მსუყე საუზმე და მსუბუქი ვახშამი

ჰოლივუდის ვარსკვლავები, განსაკუთრებით გადაღებების ან დატვირთული რეჟიმის დროს მსუყედ საუზმობენ. ანჯელინა ჯოლის საუზმეზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს ომლეტი, უცხიმო ხაჭო და ინდაურის ან თევზის ფილე. მეგ რაიანი დილას ომლეტით, ყველიანი ბუტეროდითა და მწარე შოკოლადით იწყებს. 

ჯულია რობერტსი ომლეტს, ორაგულის ფილეს და კენკრიან შვრიის ფაფას მიირთმევს. ძილის წინ კი ვარსკვლავები შეიძლება ითქვას, 'ცარიელი კუჭით~ წვებიან. 

ხილი და ბოსტნეული დღის განმავლობაში

ეს პროდუქტები ნაკლებკალორიულია, დიდხანს გინარჩუნებენ დანაყრების შეგრძნებას და ამასთანავე, ენერგიით, ვიტამინებითა და მიკროელენეტებით აგავსებთ. გახსოვდეთ, რომ უჯრედისი, რომელსაც ხილ-ბოსტნეული შეიცავს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. კეტრინ ზეტა-ჯონსს იდეალური ფიგურის შენარჩუნებაში კომბოსტო-სტაფილოს წვნიანი ეხმარება. 

მოდელი ჰაიდე კლუმი წვეულების წინა დღეს განტვირთვის დღეს იწყობს და მხოლოდ სალათის ფურცლებით იკვებება და მინერალურ, უგაზო წყალს სვამს. ფერჯიც კლუმივით იქცევა, მაგრამ სალათის ფურცლებს სატაცურთან ერთად მიირთმევს. ანჯელინა ჯოლის ძირითადი რაციონიც, რომელიც კვირაში ოთხჯერ ვარჯიშობს, მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილისგან შედგება. 

ხშირად და ცოტ-ცოტა

იდეალური სხეულის მისაღწევად კვების განაწილება უნდა შეგეძლოთ. სასურველია, დღეში 5-6-ჯერ პატარ-პატარა ულუფებით იკვებოთ. ასე იქცევა ენ ჰეტეუეი, რომელიც ყოველ 3-4 საათში ერთხელ იკვებება. გახსოვდეთ, რომ შიმშილით ნივთიერებათა ცვლა ირღვევა. იდეალური ვარიანტია, - დღეში სამჯერ სრულფასოვნად იკვებოთ და ორჯერ წაიხემსოთ. 

საკვებისა და თეფშის ფერი

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თბილი ფერის ჭურჭელი მადას აუმჯობესებს, ცივი ფერებისა, - აქვეითებს. დიეტაზე მყოფები უნდა მოერიდო ყვითელ, წითელ, ფორთოხლისფერ ჭურჭელს, რათა კიდევ უფრო არ მოემატოთ მადა. კიდევ ერთ საიდუმლოდ გვთავაზობს კელი ოზბორნი, რომელმაც მოკლე დროში საკმაოდ დაიკლო წონაში. 

მისი აზრით, თეფშის ფერი არ უნდა დაემთხვეს საკვების ფერს. თუ მათ მსგავსი ფერი აქვთ, ჩვენ უნებურად, უფრო მეტს მივირთმევთ. 


 

 

ფილტრაცია