საინტერესო >> როგორ შევარჩიოთ რესტორანი საქმიანი შეხვედრისთვის?
როგორ შევარჩიოთ რესტორანი საქმიანი შეხვედრისთვის?

ბიზნესის წარმატების ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორი საქმიანი შეხვედრაა. სად და როგორი რესტორანი უნდა ავირჩიოთ საქმიანი შეხვედრებისთვის?
დიმიტრი გარანინი, კომპანიის
Mallina Management Solutions  დირექტორი და რესტორნის Tutto Bene მმართველი საუბრობს 5 დეტალზე, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება რესტორნის არჩევისას.

ადგილმდებარეობა - საქმიანი შეხვედრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოკაცია.  სასურველია მდებარეობდეს ცენტრში, რომ მარტივად იყოს შესაძლებელი მისი სტუმრობა. „ბიზნესრესტორნების“ უმრავლესობა განლაგებულია ან „ ბიზნეს-ცენტრებში,“ ან ცალკე შენობებში. ერთსაც და მეორესაც აქვს თავისი დადებით-უარყოფითი. მაგალითად, განცალკევებულ შენობაში არსებულ რესტორანს მომხმარებელი საღამოს საათებში სტუმრობს და ძირითადად, განტვირთვის მიზნით. ხოლო რესტორნები „ბიზნეს-ცენტრებში“  განკუთვნილია სწორედ საქმიანი შეხვედრებისთვის.

ინტერიერი - საქმიანი რესტორნების ინტერიერი, როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, უნდა იყოს კომფორტული და მყუდრო. რადგან, როდესაც ადამიანი გამოდის თავისი ოფისიდან, მას უნდა დასვენება, საქმისგან ყურადღების გადატანა და მისთვის სასიამოვნოა  დაწესებულებაში შინაურული გარემო.
ინტერიერის კიდევ ერთი გასათვალისწინებელი მახასიათებელია იზოლირებულობა. რესტორანში უნდა იყოს დარბაზისგან გამოყოფილი ადგილები, სადაც მოსახერხებელი იქნება პატარა კამპანიებისთვის საქმიანი შეხვედრის გამართვა.

სამზარეულო - საქმიან რესტორანში მისაღებია ნებისმიერი ეროვნების სამზარეულო, მთავარია ერთი რამ - მენიუში უნდა ჩანდეს შეფ-მზარეულის არასტანდარტული მიდგომა.  ეს შეიძლება იყოს ევროპული, აზიური, ამერიკული კერძი, მაგრამ, ამასთან, რამე განსაკუთრებული, განსხვავებული დეტალებით. რადგან მომხმარებელმა, რომელიც მზად არის გადაიხადოს, არც თუ, მცირე თანხა უნდა იცოდე,  რომ მას სთავაზობენ განსაკუთრებულ და საავტორო პროდუქტს.

„ბიზნეს-ლანჩი“ კარგ ბიზნეს-რესტორანში აუცილებლად შეხვდებით სადილის მრავალფეროვან მენიუს, რომელსაც სისტემატურად, კვირაში რამდენჯერმე აახლებენ და ცვლიან, რათა მომხმარებელს მუდმივად ერთიდაიმავე კერძებით არ მობეზრდეს დაწესებულება. ასევე მნიშვნელოვანია მაგიდების მომსახურების ხარისხი.

ღვინის მენიუ - საქმიანი რესტორნის ალკოჰოლური მენიუ უნდა გამოირჩეოდეს ხარისხით. ამასთან წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც კლასიკური ისე - ელიტური  სახესხვაობა. სასმელი, რომელსაც ვერ იყიდი ნებისმიერ რესტორანში.  განსხვავებული უნდა იყოს ასევე უალკოჰოლო სასმელების მრავალფეროვნებაც.

საშუალო ჩეკი - საქმიან რესტორანში საშუალო დანახარჯი უნდა იყოს მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პრემიუმ-რესტორნებიც კი ცდილობენ ფასები ხელმისაწვდომი გახადონ, ბიზნეს-რესტორნების სოლიდურობის გასაზრდელად, სასურველია მენიუში არცთუ, უმნიშვნელო რიცხვები ეწეროს. 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია