რჩევები >> ვინტაჟ-ბარები თბილისში
ვინტაჟ-ბარები თბილისში

 

ბოლო პერიოდში ქალაქში არასტანდარტული ინტერიერისა და კონცეფციის კაფეები და ბარები მომრავლდა. ბოჰემური, თავისუფალი ახალგაზრდებისა და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილებს ძირითადად ძველი თბილისის უბნებში შეხვდებით.

კაფე „ლეილა"
ეგზოტიკური აღმოსავლური ინტერიერი და ვეგეტარიანული სამზარეულო - „ლეილას" კონცეფცია სწორედ ამ ორი კომპონენტის შერწყმაა. ტურისტებისთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილი სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოს დახვეწილ ვერსიას სთავაზობს.

LINVILLE
ახალგაზრდა წყვილის ოჯახური ბიზნესი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ვინტაჟ-ბარია. Linville ძველი თბილისური საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზეა განთავსებული - შუშაბანდიანი აივნით, ძველი ბუხრითა და ვინტაჟური ავეჯით. 
ბარის ინტერიერის გადახალისება Linville-ში მუდმივი პროცესია. აქაურობას დროდადრო ახალი დეტალები ემატება: ძველი ტელევიზორი ბარში აკვარიუმის ფუნქციას ასრულებს, ვინტაჟური სანათი კი ჭერზე უკუღმაა ჩამოკიდებული და ჭაღის ფუნქია აკისრია. მენიუც საკმაოდ განსხვავებულია - აქაურობას ლანჩის დროს, ვახშამზე ან უბრალოდ, ბოკალი ღვინის დასალევად შეგიძლიათ ესტუმროთ.

 

ALTHAUS
ჩაის მოყვარულთათვის გამორჩეულად საყვარელი ადგილია. Althaus-ის ქსელის რიგით მეორე კაფეს, ქიაჩელის ქუჩის გარდა, ახლა უკვე ლაღიძის ქუჩაზე, ოპერასთანაც შეგიძლიათ ესტუმროთ. ინტერიერი მთლიანად სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებითა და შემოქმედებითაა შთაგონებული.
რაც შეეხება მენიუს, ჩაის ყველაზე ფართო ასორტიმენტთან ერთად, იგი დესერტის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

 ამო რამე

მყუდრო "სახელოვნო კაფე" ამო რამე პავლე ინგოროყვას #4-ში მდებარეობს. გემრიელი კერძები, ხელმისაწვდომი ფასები და ხარისხიანი მომსახურება ყოველდღიურად ბევრ სტუმარს იზიდავს. ამო რამე სტუმრებს ყოველ დღე 12:00 დან 00:00 მდე მასპინძლობს. ეს კაფე შესანიშნავი ადგილია ხელოვნების მოყვარულებისთვის და რაც მთავარია აქ არ ეწევიან.

წყაროები: Okmagazine

კაფეების ოფიციალური გვერდები

 

 

 

 

 

ფილტრაცია