დიეტა >> დიეტა, რომელიც 1 კვირაში 5 კილოგრამს დაგაკლებინებთ
დიეტა, რომელიც 1 კვირაში 5 კილოგრამს დაგაკლებინებთ

დღეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ დიეტას გაგაცნობთ, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ 1 კვირაში, დაახლოებით 5 კილოგრამი დაიკლოთ. ამასთან, არ მოგიწევთ შიმშილი, უბრალოდ, უნდა მიიღოთ ისეთი საკვები, რომელსაც თქვენი ორგანიზმი სწრაფად აითვისებს და ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. ერთი სიტყვით, თუ ფორმაში ჩადგომა სწრაფად გსურთ, ამ დიეტას მიმართეთ. კარგი იქნება, თუ ვარჯიშსაც არ დაიზარებთ.


1. ხილის დღე
დღის განმავლობაში ბანანის გარდა, ნებისმიერი ხილი მიირთვით, წონის დაკლებაში ხელს ყველაზე მეტად საზამთროს მირთმევა შეგიწყობთ.

2. ბოსტნეულის დღე
კარტოფილის, სიმინდისა და ლობიოს გარდა, ნებისმიერი ბოსტნეული მიირთვით, ის შეიძლება იყოს როგორც უმი, ისე მოთუშული ან მოხარშული.

3. ხილისა და ბოსტნეულის დღე

მიირთვით მთელი დღის განმავლობაში ხან ხილი, ხან ბოსტნეული, მოამზადეთ მსუბუქი სალათები, მოთუშეთ, მოხარშეთ ნებისმიერი ბოსტნეული კარტოფილის გარდა, შემდეგ მიირთვით ხილი.

4. ბანანი და იოგურტი
ამ დღეს დამატებით მინერალებისა და ვიტამინების მიღების მიზნით, ბანანი უნდა მიირთვათ. ის ორაგნიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებას, კალიუმს შეიცავს. მიირთვით ნებისმიერი ხილისგან დამზადებული იოგურტი და დალიეთ 2 ლიტრამდე რძე.

5. ქათამი და პომიდორი
ამ დღეს თქვენი რაციონი მოხარშული ქათმის ხორცისგან და პომიდვრისგან უნდა შედგებოდეს, როგორც გნებავთ, ისე მიირთვით, მთავარია, წყლის დიდი რაოდენობით მიღება არ დაგავიწყდეთ.

6. ქათამი და ბოსტნეული
მიიღეთ ქათამი და ნებისმიერი ბოსტნეული ლობიოსა და კატოფილის გარდა.

7. წვნიანის დღე
მოამზადეთ თქვენი საყვარელი ბოსტნეულისგან წვნიანი და მთელი დღის განმავლობაში ის მიირტვით. ეს ორგანიზმის გაწმენდის ერთ-ერთი საუკეთესო საშულებაა.

ასეთ რეჟიმში 7 დღის გაძლება სწრაფი შედეგის მისაღებად ნამდვილად ღირს, რადგან ძალიან რთული არ არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შიმშილი არ გიწევთ!

 

okmagazine.ge

ფილტრაცია