საინტერესო >> 10 მივიწყებული კერძი საქართველოს კუთხეებიდან
10 მივიწყებული კერძი საქართველოს კუთხეებიდან

კომპანია „ბორჯომის“ მხარდაჭერით სააგენტო „ლივინგსტონმა“ საქართველოს 10 კუთხე შემოიარა და მივიწყებული, ტრადიციული კუთხური კერძები გააცოცხლა. „აღმოჩენილი“ კერძების რეცეფტები და ვიდეოები 31 ოქტომბრიდან დაიდება “ბორჯომის” გასტროგიდის პორტალზე და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, თავადაც მოამზადოს ისინი.

კომპანია ლივინგსტონის ექაუნთ მენეჯერი, ნინო სუჯაშვილი ამბობს, რომ დღეს, როცა თანამედროვე სამზარეულო სხვადასხვა ქვეყნის კულინარიული რეცეპტებითაა გაჯერებული, ტრადიციული კერძების მივიწყების საშიშროება დადგა. ამიტომაც, დაებადა იდეა, რომ „ბორჯომთან“ ერთად მოევლოთ საქართველო და ქართული კულინარიული მარგალიტები შეეგროვებიათ:

-„პროექტის მიზანი ქართული ტრადიციული, უგემრიელესი, მაგრამ მივიწყებლი კერძების პოპულარიზაციაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ მიზნით, ვესტუმრეთ 10 ოჯახს საქართველოს 10 სხვადასხვა კუთხეში და ჩვენს ვიდეოში გავაცოცხლეთ ის კერძები, რომლების სახელიც კი არ ვიცოდით აქამდე. ეს 10 ვიდეო “ბორჯომის” გასტროგიდის პორტალზე აიტვირთება, რეცეპტები კი, ინგლისურ და რუსულ ენებზეც ითარგმნება, რაც საშუალებას მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ გურმანებს, მოამზადონ და დააგემოვნონ მართლაც უგემრიელესი ქართული კერძები, რომელთა დავიწყების უფლება არ გვაქვს, რადგან ჩვენი სამზარეულო ჩვენი კულტურის ნაწილია.“

Creative Agency: Leavingstone

Project manager: ნინო სუჯაშვილი

Project manager assistants: მარიამ გოგოძე, გიორგი ტოკლიკიშვილი

Art Director: დავით მსახურაძე

Copywriter: ქეთი მარსაგიშვილი

DP: გივი მაღრაძე, გიო მხეიძე

Music: მიშა მდინარაძე

Motion Graphic Editor: David Kopala

 

წყარო: www.marketer.ge

 

 

ფილტრაცია