ბლოგი >> Café La France ფრანგული აქცენტით
Café La France ფრანგული აქცენტით

თუ გინდათ, რომ უცებ, ქალაქიდან გაუსვლელად, საფრანგეთში აღმოჩნდეთ, მაშინ აქ უნდა მოხვიდეთ. - მითხრეს Café La France პირველად სტუმრობისას. როგორც კი ფეხს შემოდგამთ, მიხვდებით, რომ არ ცდებიან; უეცრად სხვა გარემოში მოხვედრის შთაბეჭდილებას პარიზის ხედით გაწყობილი ინტერიერი და Café La France სამზარეულო კიდევ უფრო ამყარებს. 
ჭავჭავაძის გამზირზე, 33 ნომერში, Café La France ლოგო გასული წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არმა"  თბილისელებს და თბილისის სტუმრებს ახალი, გამორჩეული კონცეფცია შესთავაზა. Café La France ერთგვარი სინთეზია - აქ ადრიანი დილიდან გვიან საღამომდე შეგიძლიათ ისეთი მენიუ შეარჩიოთ, რომელიც დღის შესაბამის მონაკვეთსა და განწყობას შეეფერება. ფრანგული კაფე ფართო არჩევანს გთავაზობთ მაშინ, როცა შინ საუზმობის არც დრო გაქვთ და არც სურვილი. ან მაშინ, როცა ლანჩზე კოლეგებთან ერთად წახემსება გსურთ, და მაშინაც კი, როცა მეგობრებთან ერთად შეკრებას, რაიმე გემრიელის მირთმევას და საღამოს სასიამოვნოდ გატარებას გადაწყვეტთ.
დილა ის დროა, რომელიც დღის სხვა მონაკვეთებთან შედარებით ყველაზე უფრო დატვირთულია: მაღვიძარას ზარი, ბავშვების სკოლაში/ბაღში გამგზავრება, სამსახურში წასასვლელად მომზადება. ამ დროს ერთ კოვზ ყავაზე ნაჩქარევად დასხმული ცხელი წყალი სამზარეულოში ნელ-ნელა ცივდება, თქვენ კი იმასაც ვერ ახერხებთ, ბოლომდე დალიოთ, ან სახელდახელო საუზმეს რამე მიაყოლოთ. გამოსავალი კი ასეთ დროს მარტივია _ გზად სამსახურისკენ ჭავჭავაძის 33-ში შეივლით (პარკინგის პრობლემა გადაწყვეტილია) და ცხელი საუზმეც მოთხოვნისთანავე თქვენს მაგიდაზე გაჩნდება. თუ დრო ცოტაა, შეგიძლიათ, თან გაიყოლოთ (ასეთ შემთხვევაში თქვენთვის Café La France 10 %-იანი ფასდაკლება აქვს), ხოლო თუ დრო გაქვთ, სჯობს დარჩეთ, მშვიდად მიირთვათ და დილაობით შემოვლა ტრადიციად აქციოთ. თქვენი გემოვნების შესაფერის საუზმეს აუცილებლად იპოვით, ან მრავალფეროვნებისთვის, რამდენიმე ვარიანტს მოსინჯავთ - კრუასანი, ფრანგული ბრიოში, სხვადასხვა შიგთავსის ფუნთუშები და, რა თქმა უნდა, წვენი, ჩაი, ან საუკეთესო ხარისხის ყავა; თუ უკეთ დანაყრება გირჩევნიათ, მაშინ სჯობს, არჩევანი კონტინენტურ, ფრანგულ, ან ინგლისურ საუზმეზე შეაჩეროთ - კვერცხით, პაშტეტით, სოსისებით, ბოსტნეულის ვარიაციებით, შეზავებული კარაქითა და ახალგამომცხვარი, ცხელი პურით. 

პური Café La France საუბრის ცალკე თემაა. აქ ფრანგული სახეობის ცხრა დასახელების პურს, გერმანულის ექვსამდე სახეობას და უსაფუარო პურის ორნაირ ვარიანტს იპოვით. ყველაფერი Café La France საცხობში მზადდება და თუკი რომელიმეს ერთხელ მაინც გასინჯავთ, დამერწმუნეთ, შინ წასაღებადაც ყოველდღე შემოივლით. გემოვნური თვისებები უმაღლესი ხარისხისაა, დანამატები - ორგანული მარცვლეული, ან უხეშად დაფქვილი სხვადასხვანაირი ფქვილი; გემრიელია და, რაც მთავარია, დასანაყრებლად პატარა ნაჭერიც გყოფნით. თუმცა უსაფუარო პურის შემთხვევაში შეგიძლიათ მეორე, ან მესამეც მშვიდად მიაყოლოთ და არც გასუქების შეგეშინდეთ.
როგორ წარმოგიდგენიათ ფრანგული ელფერის კაფე და ფრანგული საკონდიტრო მხიარული, ფერადი და მრგვალი, ლამაზი ნამცხვრის გარეშე? რა თქმა უნდა, მაკარუნების არქონისას ყოველივე ფრანგული აზრს კარგავს. Café La France ნამცხვრებს
უამრავი ფერისას ნახავთ _ წითელი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, კრემისფერი, ქათქათა თეთრი თუ შოკოლადისფერი. არჩევანში არც გემოებია შეზღუდული - მაკარუნები შოკოლადისაცაა, ლიმონისაც, ჟოლოსი, შავი მოცხარის, ვანილისა თუ ქოქოსის. რაც მთავარია, ძალიან გემრიელია და გამორჩეული - ნუშის ფქვილისგან მზადდება; თბილისური მაკარუნები Café La France სტუმარ ფრანგებსაც კი აღაფრთოვანებს და ფრანგული რეცეპტით დამზადებულ ნაპოლეონთან ერთად გაყიდვების ნამდვილი ლიდერია!
კაფეში შესვლისთანავე მოგჭრით თვალს კრემიანი ნამცხვრების ფერები და სიმრავლე. ფრანგ შეფებთან განსწავლული კონდიტერების შემოქმედება, პირველ რიგში, საოცარ ფორმებში ვლინდება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ფორმა შინაარსთან სრულ ჰარმონიაშია. არც დიეტა გაგახსენდებათ და გასინჯვის შემდეგ სინდისის ქენჯნასაც მარტივად დაიცხრობთ - ასეთი ნიუიორკული ჩიზქეიქი, ნაპოლეონი, ტირამისუ, ვაშლის შტრუდელი, ან ალუბლის კექსი რეჟიმის დარღვევად ნამდვილად ღირს! ქორწილის, დაბადების დღისა თუ ნებისმიერი სხვა დღესასწაულისთვის Café La France ულამაზეს ტორტებს გთავაზობთ, რომლებიც გემოვნური თვისებების გარდა დახვეწილი დიზაინით გამოირჩევიან. 

სალათების, სენდვიჩების, პანინების, ფუნთუშების და ნამცხვრების მრავალფეროვან ასორტიმენტთან ერთად Café La France სტუმრებს კერძების გამორჩეულ მენიუსაც სთავაზობს. გაგისინჯავთ ბადრიჯნის კრემსუპი ნაღებითა და როკფორით? ფრანგი რომანტიკოსი მხატვრის სახელობის წვნიანი დელაკრუა? ფრიკასე დე პულე? ან ფრიკასე დე ვო? ეს უკანასკნელი, რომელიც სოკოსა და ნაღების სოუსში მომზადებული ნაზი ხორცია, Café La France კულინარების აღიარებული კერძია.


კაფეში, ძირითადად, ხალხმრავლობაა. განსაკუთრებით, ლანჩის დროს. გაზაფხულსა და კარგ ამინდში კი მთავარი დატვირთვა ტერასაზე მოდის. ახლაც, ახალი წლის დამდეგს, Café La France განსაკუთრებული ადგილია - წლის ბოლო დღეებში კაფე ერთგვარ საშობაო ბაზრობას მართავს. ჭავჭავაძეზე ჩავლილებს Café La France თანამშრომლები საახალწლო მუსიკის თანხლებით მათთან ტერასაზე მიგიწვევენ, სადაც, ახალი წლის დღეების შესაფერისად, გალეტი და გლინტვეინი დაგხვდებათ. ისიამოვნეთ და დაიბედეთ წარმატებული წელი Café La France! 

 

citymagazine.ge

 

 

ფილტრაცია