ინტერვიუ >> მეგობრის ქორწილის ორგანიზებით დაწყებული ბიზნესი - „მომხმარებლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ"
მეგობრის ქორწილის ორგანიზებით დაწყებული ბიზნესი - „მომხმარებლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ"

რადიო კომერსანტის გადაცემა „Art-ბიზნესის" სტუმარი Malibu Flowers-ის დამფუძნებელი მარიამ კლდიაშვილია. კომპანია წვეულებების ორგანიზებას აკეთებს და ის ბაზარზე სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა. როგორც მარიამ კლდიაშვილი აცხადებს, ახლა უკვე საკუთარი მაღაზიაც აქვს, სადაც მისი და მისივე მეგობრის მიერ დამზადებული ყვავილების თაიგულები იყიდება.

- როდის დააფუძნეთ კომპანია და რატომ გადაწყვიტეთ ეს ბიზნესი გეკეთებინათ?

- რეალურად 1 წლის წინ დავიწყეთყველაფერი. მე და ჩემმა მეგობარმა მისი ქორწილი დავგეგმეთ. აქედან წამოვიდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა არა ჩვენი ქორწილები, არამედ სხვისიც. პირველი მოხმარებელი იყო ჩვენი ნაცნობი როგორც ხდება ხოლმე. პატარძალმა თავიდან ბოლომდე გვანდო ქროწილის დაგეგმვა. გავაკეთეთ რადიკალურად განსხვავებული ქორწილი. ეს არ იყო სტანდარტულად ორგანიზებული ქორწილი.

შემდეგ გავაკეთეთ ფეისბუქ გვერდი, საიდანაც დავიწყეთ შეკვეთების აღება და კლიენტების მოძიება. თუმცა, ქორწილს მალევე მოყვა დაბადების დღე და გადავწყვიტეთ რომ ზოგადად ღონისძიებები გაგვეკეთებინა. ისე დაემთხვა, რომ 1 ქორწილის წლისთავზე გავხსენით ჩვენი პირველი მაღაზია „მალიბუ ფაუერს". ამის შემდეგ ინტერნეტით ვიღებდით შეკვეთებს, თაიგულებს და სხვადასხვა პროდუქციას. მომხმარებელს მთლიან საქორწინო პაკეტს ვთავაზობთ.

- რამდენი დიზაინერია დასაქმებული და რა დროა საჭირო დღესასწაულის ორგანიზებისთვის?

- 2 დიზაინერი ვმუშაობთ. შეკვეთა ხდება 1 თვით ადრე ქორწილის შემთხვევაში. თუმცა, ვაკეთებთ 1 კვირით ადრეც, თუმცა ეს არიქნება განსხვავებული ორგანიზებული ქორწილი. ძირითადად ამ ეტაპზე შესაძლებელია . მაქსიმალურად ვცდილობთ დახურულ სივრცეში შევქმნათ განწყობა, რაც რეალურად ღია სივრცეში კეთდება

- რა ღირს თქვენთან ქორწილის ორგანიზება?

- ეს ინდივიდუალურია, რა კეთდება ქორწილში ამაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მხოლოდ პატარძლის მაგიდის მოწყობა ჩვენთან 300 ლარი ღირს. თუ უკვე გამზადებული ნივთებით ვაორგანიზებთ ქორწილს, ეს ფასს აბალანსებს. ვფიქრობთ, საკმაოდ დაბალი ფასი შევთავაზეთ მოხმარებელს. მაქსიმალურად ვცდილობთ მოვარგოთ ფასი მომხმარებელს.

- რითი უწევთ კონკურანციას სხვა კომპანიებს?

- როგორც ვთქვით, ფასი საკმაოდ დაბალი გავქვს. ასევე, დავიწყეთ განსხვავებული თაიგულების გაკეთება. დავიწყეთ ასევე ხელნაკეთი თაიგულების შეთავაზება. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ სხვა კომპანიებისგან და ამითი ვუწევთ კონკურენციას სხვა კომპანიებს

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?

-მაღაზია გავხსენით. მისი გახსნა დაემთხვა ჩვენი კომპანიის დაარსების 1 წლისთავს. ჯერ მაღაზია ახალი გახსნილია და ვფიქრობთ გაფართოებას და ვაპირებთ ჩვენი ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციას.

 

 

 

 

 

ფილტრაცია