ინტერვიუ >> "wasted concept store" ფალიაშვილზე
"wasted concept store" ფალიაშვილზე

ერთ დღეს სოციალურ ქსელში ვნახე გვერდი სახელად "wasted concept store". მთავარ ფოტოზე კი ჩემთვის კარაგდ ნაცნობი ეშმაკის ბორბალი და მანქანა ჩანდა, "flea market"-იდან. ამიტომაც დამაინტერესა და აღმოჩნდა, რომ ეს ტანსაცმლის ახალი მაღაზია იყო, რომელიც ნიცამ, ქეთამ, ნატალიამ, პიომ, ივამ და სოფომ დიდი ძალისხმევისა და მონდომების შედეგად გახსნენ. ფალიაშვილის ქუჩაზე ინტერვიუს ჩასაწერად მივედი და მოწესრიგებული და საინტერესო მაღაზია დამხვდა, თანაც ყველაფერი მათი მოფიქრებული და გაკეთებული ყოფილა. 

 როგორ გაჩნდა იდეა, რომ ეს საქმე დაგეწყოთ ?

მეორადში წასვლის, ყველაფრის ყიდვის და მერე მოწესრიგებულად და ლამაზად დაკიდებულის გაყიდვის იდეა დიდი ხანია არსებობდა. ერთხელ უცებ დაგვარტყა თავში და დავიწყეთ ადგლის ძებნა. ძალიან ჭირდა ადგილი, თუმცა, შემდეგ ერთმა კეთილმა ადამიანმა გვათხოვა ეს ფართი ცოტა ხნით. მერე გავარკვიეთ სად იყო მეორადები, ბევრი რაღაც ვიყიდეთ და დავიწყეთ ამ ადგილის მოწყობა. ვეძებდით ფინანსებს, თიბისი ბანკს ვთხოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ უარი მივიღეთ. ამის შემდეგ ჩვენი პატარა მატერიალური შესაძლებლობებით მოვედით აქამდე.

 რა არის ამ კონცეფციის აზრი ?

ამ კონცეფციის აზრი ის არის, რომ თინეიჯერებს ძირითადად არ აქვთ იმდენი ფული რომ წავიდნენ და იყიდონ ის ტანსაცმელი რაც მოსწონთ ტანსაცმელი ძალიან ძვირია. ჩვენ ვფიქრობთ რომ რაც ჩვენ მოგვწონს ძირითადად, ალბათ ჩვენი ასაკის ხალხსაც უნდა მოეწონოს და ფასებსაც სწორედ ასე ვარჩევთ, რა ფასადაც ჩვენ გაგვიხარდებოდა რამეს ყიდვა, ზუსტად იმ ფასს ვადებთ.

 რა სეგმენტზეა გათვლილი ?

 ძირითადად თინეიჯერებზეა გათვლილი, მაგრამ არამხოლოდ.

 როგორ ყიდით ტანსაცმელს  ?

ონლაინ არ გვინდა რომ  გავყიდოთ, გვირჩევნია ყველა მოვიდეს, ეს სივრცე ნახოს და ფოტოები გადაიღოს. სხვათაშორის, ონლაინ ვინც გვწერდა მითხარით მოვალ და ვიყიდიო, ისინი არ მოდიან, უფრო სხვა ხალხი მოდის.

რაც შეეხება სტილს, რეტრო სტილი რატომ აირჩიეთ ?

ძირითადად ეხლა, 2016 წელს ძალიან მოდაშია ლეოპარდპრინტი ტყავი, რეტრო სტილის ტანსაცმელი. გარდა ტანსაცმლისა გვაქვს ფეხსაცმელებიც და ჩანთები, სათვალეები მალე გვქნება

ფოტო აღებულია "wasted concept store"-ის ფეისბუკ გვერდიდან

ფოტო აღებულია "wasted concept store"-ის ფეისბუკ გვერდიდან

 

 

 

 

ფილტრაცია