ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> თუ ჯერ არ გაგისინჯავთ, ზამთარი ამისთვის საუკეთესოა
თუ ჯერ არ გაგისინჯავთ, ზამთარი ამისთვის საუკეთესოა

ჩვენი, ადამიანების ყნოსვისა და გემოს რეცეპტორები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ორივე მათგანი უკავშირდება ჩვენი ტვინის გარკვეულ ნაწილს, რომელიც გამსზაღვრავს ემოციასა და მოგონებებს. სუნს აქვს იმის ძალა, რომ გაგვიცოცხლოს რაღაც მოგონება და დაგვაბრუნოს უკან, წარსულში. მაგალითად, ბებიაჩემის ღვინის სარდაფს ყველაზე დამამშვიდებელი სუნი ჰქონდა, თანაც სულისშემხუთველად მძაფრი. ეს სუნი მახსენებს ახალგაზრდობას, ბავშვობას ჩემს ოჯახთან ერთად.

ძლიერი ემოციებისა და მოგონებებისთვის, მე წარმოგიდგენთ რამდენიმე ღირსშესანიშნავ ღვინოს, რომელთაც უნიკალური არომატი აქვთ. ეს თითოეული ღვინო არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ გაამდიდრონ თავიანთი არომატების კრებული. თუ ჯერ არ გაგისინჯავთ, ზამთარში ამსთვის საუკეთესოა. 

banyuls-wine-taste-pairing

წითელი ბანიული

ესპანეთ–საფრანგეთის საზღვართან ახლოს, საფრანგეთის მხარეს, რუსილიონში არის გავრცელებული ყურძენი გრენაჩე. ძალიან საინტერესო, მთის ყურძენი, რომელიც უსწორმასწორო, თიხანარევ ნიადაგზე იზრდება, ხმელთაშუა ზღვასთან ახლოს. მისგან ამზადებენ როგორც მშრალ ასევე ნახევრად ტკბილ ღვინოს(ბანიული). ყურძენს კრეფენ დამწიფების შემდეგ ნელ–ნელა აღვინებენ(6% ალკოჰოლის შემცველობამდე), რის შემდეგაც მას ამატებენ კონიაკ "ო–დე–ვი"–ს. საბოლოოდ კი იღებენ გემოთი გამდიდრებულ, ნატურალურ ნახევრად ტკბილ, გაჯერებულ ღვინოს.

წითელი ბანიული შეიცავს მარწყვის, ალუბლის, ლეღვის, ყავისა და ფორთოხლის არომატებს. ყოველივე ამას ემატება იმ თიხანარევი ნიადაგის არომატი, რომელშიც ის იზრდება. წითელი ბანიული ძალიან უხდება შოკოლადს.

წითელი ბანიულის ფასი: 20$–30$

oloroso-sherry-wine-taste-pairing

ოლოროსო შერი

შერის წარმოების განმავლობაში, ღვინოებს აძველებენ ან ბიოლოგიური გზით ან დამამჟავებელი დაძველების გზით. ფინო და მანცალინა ფინომ გამოიგონეს საფუარი, რომელიც ხელს უშლის ღვინის დამჟავებას და ისე აძველებს მას, რომ არომატი არ დაკარგოს. 

ოლოროსო შერის აქვს მუქი წითელი ფერი. ის გაჯერებულია თხილის, ტყის მცენარეების, ქოქოსის, ნუშის, მიწისთხილის, კაკაოსა და ფორთოხლის დამწვარი ანათალის არომატით. ღვინო ძალიან უხდება ნუშსა და დაძველებულ ყველს(გაუდას).

ოლოროსო შერის ფასი: 20$–40$

vin-jaune-taste-pairing

ყვითელი ღვინო

ყვითელი ღვინო კეთდება ყურძნისგან, რომელსაც ცოცხალ ლეგენდასაც უწოდებენ, სახელად "Savagnin". მისი დნმ აჩვენებს, რომ მსოფლიოს ყველა საუკეთესო ღვინოში ის არის.

მისი გემოს შესაგრძნობად წარმოიდგინეთ ბრაზილიური თხილი, ატამი, ცერეცო. ის ძალიან უხდება ყველს.

ყვითელი ღვინის ფასი: 25$–45$

წყარო: www.winefolly.com

 

ფილტრაცია