საინტერესო >> პიცა, მხოლოდ ღამით - ორიგინალური თბილისური ბიზნესისტორია
პიცა, მხოლოდ ღამით - ორიგინალური თბილისური ბიზნესისტორია

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ბიზნეს იდეის ავტორი პოტენციურ დამფინანსებელთან შედის და ეუბნება - ჩვენ გვსურს პროექტის დაფინანსება, რომელიც კეთდება მხოლოდ მათთვის, ვისაც ღამის ცხოვრება უყვარს. ჩვენ მხოლოდ ღამით ვიმუშავებთ... დაახლოებით ასე დაიწყო ერთი ორიგინალური ბიზნესისტორია, რომელიც დღეს წარმატებით ოპერირებს თბილისში, ვითარდება და თავისი მომხმარებელიც ჰყავს.

მათთვის, ვისაც ღამის ცხოვრება უყვარს, მათთვის, ვინც ხშირად ატარებს ღამეს მეგობრებთან ერთად და მათთვისაც, ვისაც უბრალოდ, ღამით საკვების მირთმევა ხიბლავს NIGHT PIZZA ძალისხმევას არ იშურებს. თუ ვის და რატომ გაუჩნდა ღამით პიცის მიტანის სერვისის შექმნის იდეა, ამის შესახებ NIGHT PIZZA- მარკეტინგის მენეჯერმა, ბექა მეფარიშვილმა ისაუბრა.

იდეა
"
ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა თბილისი. ნელ-ნელა, სულ უფრო ვემსგავსებით ევროპულ ქალაქს, რომელიც სავსეა აბრებით, ფესტივალებით, კლუბებითა და სხვადასხვა ღონისძიებებით. დღითი-დღე ვითარდება ღამის ცხოვრება. თითქმის ერთი წლის წინ, თავგადასავლებით სავსე ღამის მიწურულს მოგვშივდა. ყველა საკვები ობიექტი კი დაკეტილი დაგვხვდა. აღმოჩნდა, რომ ქალაქში რამდენიმე სახინკლის გარდა ვერსად იშოვიდი ნოყიერ, გემრიელ საჭმელს. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც ღამის ცხოვრების მოყვარულ ადამიანებს ღამის გახანგრძლივებაში დაეხმარებოდა. ბრენდი, რომელიც იმუშავებდა მარტო ღამით, დღე-ღამის იმ მონაკვეთში, როდესაც ყველა სხვა ბრენდს სძინავს.

იდეა საკმაოდ ამბიციურია. დღემდე გვეკითხებიან, ყველაფერი გაქვთ, დღისით რატომ არ მუშაობთო. NIGHT PIZZA- სამუშაო საათები სწორედ ისაა, რაც მას სხვა პიცერიებისგან და მიტანის სერვისებისგან გამოარჩევს. უფრო მნიშვნელოვანი კი ალბათ ის ფაქტია, რომ ჩვენ თვითონ გვიყვარს ღამის ცხოვრება".

საწყისი კაპიტალი


"
საერთოდ, ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც კულინარიასთან არის დაკავშირებული, კარგი სამზარეულოს მოსაწყობად საკმაოდ დიდი კაპიტალი სჭირდება. ჩვენს შემთხვევაში გარკვეული რესურსები, დანადგარები და ფართი წინასწარ გვქონდა. ნაწილობრივ ამანაც ითამაშა როლი გადაწყვეტილების მიღებაში. ნოლიდან დაწყება დიდ ფინანსურ დანახარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

NIGHT PIZZA -
პროდუქცია და მომსახურების არეალი


"NIGHT PIZZA -
ეს არის  უნიკალური რეცეპტით დამზადებული პიცის ღამით მიტანის სერვისი. ეს იდეა ორი ადამიანის თავში გაჩნდა. ორივე ერთ-ერთ დიდ სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდით. ჩემი მეგობარი კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტი - NIGHT PIZZA- ტექნიკურ გამართვაზე მუშაობს. მე, კოპირაიტერი - მარკეტინგულ ნაწილზე ვარ პასუხისმგებელი. Night Pizza მომხმარებელს სთავაზობს 10 სახეობის უნიკალური რეცეპტით დამზადებული პიცის და მისი თანმხლები პროდუქციის ღამით მიტანის სერვისს. თანმხლებ პროდუქტებს შორის არის ალკოჰოლი და გამაგრილებელი სასმელები.

დღეს NIGHT PIZZA-ში 10-მდე ადამიანი მუშაობს. მიტანის სერვისი თბილისის ძირითადი უბნებით შემოიფარგლება. ეტაპობრივად იზრდება მომსახურების არეალი და პროდუქციის ნაირსახეობა. პიცების გარდა სულ მალე დაემატება ღამით საჭირო სხვადასხვა პროდუქციაც. ბაზარზე არსებული სხვა პიცერიების მიტანის სერვისებისგან გასხვავებით, NIGHT PIZZA მუშაობს მხოლოდ ღამით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე"

 

Ambebi.Ge

 

 

 

 

ფილტრაცია