რეცეპტები >> ცხელი კერძები ცივი ზამთრისთვის
ცხელი კერძები ცივი ზამთრისთვის

გუფთა ბროწეულის წვენში

წვნიანი

• 1 თავი ხახვი
• 1 კბილი ნიორი
• 0.5 ლ. ბროწეულის წვენი (თუ ბროწეული ძალიან მჟავეა, შეგვიძლია ცოტა შაქარი დავუმატოთ გემოვნებით)
• 300 მლ. წყალი
• 1 ჩ.კ. კურკუმა
• ½ ჩ.კ. ძირა
• 200 გრ. მწვანე ბარდა ან ოსპი
• 100 გრ. გაწურული მაწონი
• 100 გრ. ბროწეულის მარცვლები
• მარილი
• პილპილი

ინგრედიენტები:
• ხორცის ბურთულები
• 500 გრ. გატარებული საქონლის ხორცი
• 2 თავი ხახვი
• 2 კბილი ნიორი
• 4-5 ღერი ოხრახუში
• 4-5 ღერი პიტნა
• 4-5 ღერი ქინძი
• ზეითუნის ზეთი
• მარილი
• პილპილი

მომზადების წესი: ხორცის ბურთულების მოსამზადებლად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი წვრილად დავჭრათ და შევურიოთ ხორცს. გავაკეთოთ პატარა ზომის ბურთები და მოვბრაწოთ მაღალ ცეცხლზე ზეითუნის ზეთში. პარალელურად, მოვამზადოთ წვენი: წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვთუშოთ ზეითუნის ზეთში, დავუმატოთ კურკუმა და ძირა, 2-3 წუთი ვშუშოთ და დავასხათ წყალი. რომ ადუღდება, ჩავაწყოთ მობრაწული ხორცის ბურთები, დავასხათ ბროწეულის წვენი და 4-5 წუთი ვშუშოთ. გადმოვდგათ, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, ბროწეულის მარცვლები და მივირთვათ გაწურულ მაწონთან ერთად.


ყვავილოვანი კომბოსტოს წვნიანი

ინგრედიენტები:

• 1 საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო
• 50 გრ.
• 200 მლ. ნაღები ან რძე
• 1 თავი ხახვი
• 3 კბილი ნიორი
• ½ ჩ.კ. დაფქვილი ჯავზი
• ½ ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
• 0.5 ლ ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
• 100 გრ. თეთრი მშრალი ღვინო
• 1 ს.კ. ფქვილი
• 50 მლ. ზეითუნის ზეთი
• მარილი
• პილპილი

მომზადების წესი: დავტეხოთ კომბოსტო პატარა ნაწილებად, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ ჯავზი, ნივრის ფხვნილი, მარილი, პილპილი, კარგად ავურიოთ და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 30 წუთი. თან ვატრიალოთ, რომ არ დაგვეწვას. პარალელურად ტაფაზე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი კარაქში. რომ მოიშუშება, მოვაყაროთ ფქვილი, ავურიოთ კარგად და დავასხათ ბულიონი ნელ-ნელა. თან ენერგიულად ვურიოთ, რომ ფქვილი გაიხსნას. დავუმატოთ ნაღები, შემწვარი კომბოსტო, მარილი და პილპილი. ადუღებამდე მივიყვანოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შეგვიძლია დავაბლენდეროთ
და ისე მივირთვათ. ვიზუალისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მოთუშული სტაფილო და ოხრახუში.


culinartmagazine







 

 

 

ფილტრაცია