საინტერესო >> ყველა სეზონზე გათვლილი პირველი ყინულის სასტუმრო - Icehotel 365
ყველა სეზონზე გათვლილი პირველი ყინულის სასტუმრო - Icehotel 365

მსოფლიოში პირველი ყინულის სასტუმრო შვედეთში 1989 წელს გაიხსნა. მას შემდეგ, უკვე 27 წელია, არქიტექტორები და მხატვარ-დეკორატორები იუკასარვის დასახლების მახლობლად ყინულის აპარტამენტებს ქმნიან. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად სასტუმროც დნება.


ამ სეზონზე, პროექტის Icehotelავტორებმა ახალი ტექნოლოგიის გამოყენება სცადეს და სასტუმროს კომპლექსი გახსნეს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. ის ყინულის ყოფილი საწყობის შენობაში განთავსდა. გაზაფხულსა და ზაფხულში მინუს-ტემპერატურის შენარჩუნებას მზის ბატარეების ენერგია უზრუნველყოფს. 20 ლუქსის გარდა, Icehotel 365-ის ტერიტორიაზე რამდენიმე ბარი და სამხატვრო გალერეა გაიხსნება.

 

okmagazine.ge

 

 

 

 

ფილტრაცია